სააგენტო “თაიმერის” ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ მკვლელობა მოხდა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლეწურწუმეში. ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას კ.წ შვილმა ნიკოლოზ წურწუმიამ სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
შვილმა კი თვითდაზიანება მიიყენა. სავარაუდო დამნაშავე ჩხოროწყუს რაიონის საავადმყოფოში გადის მკურნალობას. როგორც ექიმები აცხადებენ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
კომენტარები