• რეკლამა
  • კონტაქტი
06:59, ორშაბათი, 26 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შვილები სკოლიდან გამოვიყვანე – ჩემ­მა შვილ­მა თუ მო­ინ­დო­მა მო­წე­ვა, უჩე­მოდ არ ქნას, ერ­თად ვქნათ…” – ვახტანგ მეგრელიშვილის გზა თრიაქთან ერთად

ალია ავტორი - ალია
21:44 02-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
203

გირ­ჩის” ცნო­ბი­ლი სა­მე­უ­ლი­დან ერთ-ერთი ლი­დე­რი, ვახტანგ მეგრელიშვილი ambebi.ge-სთან საუბრობს:

  • თე­ლა­ვი­დან – სტავ­რო­პოლ­ში

– თე­ლავ­ში და­ვი­ბა­დე და იქ და­ვამ­თავ­რე სკო­ლა. მერე სა­მე­დი­ცი­ნო­ზე მინ­დო­და სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა, უფრო სწო­რად, ოჯახს უნ­დო­და ექი­მი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ამი­ტომ წა­ვე­დი და სტავ­რო­პოლ­ში ჩა­ვა­ბა­რე. მერე სსრკ და­ი­შა­ლა, დავ­ბრუნ­დი და აქ ვის­წავ­ლე ორ­დი­ნა­ტუ­რა­ში. მოკ­ლედ, ქი­რურ­გი ვარ. ასე­თი ბა­ნა­ლუ­რი ის­ტო­რია მქონ­და.

  • “სა­დაც ლადო მი­დი­ო­და, ყველ­გან თან მივ­ყავ­დი”

– რო­დე­საც მე­დი­ცი­ნას თავი და­ვა­ნე­ბე, არ ვი­ცო­დი ცხოვ­რე­ბა­ში რა მე­კე­თე­ბი­ნა. 90-იანი წლე­ბი იყო, უშუ­ქო­ბა, გა­ჭირ­ვე­ბა და სიბ­ნე­ლე. იმ დროს, როცა არ იცი, რა გა­ა­კე­თო, მი­ვა­კი­თხე ჩემ­თვის ახ­ლო­ბელ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო რჩე­ვა მო­ე­ცა. ლადო ჭი­პაშ­ვილ­მა მი­თხრა, არ ვიცი, რით და­გეხ­მა­რო, მაგ­რამ თუ გინ­და, ჩემი თა­ნა­შემ­წე იყა­ვიო. ასე აღ­მოვ­ჩნდი პარ­ლა­მენ­ტში.

რა­ტომ და­ვა­ნე­ბე მე­დი­ცი­ნას თავი? – იმ დროს ისე­თი სა­გი­ჟე­თი იყო, თავი ვერ გა­ვარ­თვი. ამე­რი­კა­ში მინ­დო­და წას­ვლა, ვერ წა­ვე­დი, ამი­ტომ შე­ვეშ­ვი მე­დი­ცი­ნას. პარ­ლა­მენ­ტის შემ­დეგ, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში, ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტში, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­შიც ვი­მუ­შა­ვე, ვი­ყა­ვი სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტე­ბის დი­რექ­ტო­რი 2003-მდე. “ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის” შემ­დეგ, ერთ თვე­ში აღ­მოვ­ჩნდი მთავ­რო­ბა­ში – ლადო ჭი­პაშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნა სა­ხელ­მწი­ფო სა­და­ზღვე­ვო ფონ­დის გენ­დი­რექ­ტო­რად და მისი მო­ად­გი­ლე გავ­ხდი. რამ­დე­ნი­მე თვე­ში ლადო გა­და­ვი­და ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრად და მის მო­ად­გი­ლედ გა­და­მიყ­ვა­ნა. გა­მო­ვი­და ისე, სა­დაც ლადო წა­ვი­და, ყველ­გან თან მივ­ყავ­დი. სა­მი­ნის­ტრო­ში 3 წელი ვი­მუ­შა­ვე და 2006 წელს წა­მო­ვე­დი… მერე სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში ვი­ყა­ვი კონ­სულ­ტან­ტი, აქაც და სა­ზღვარ­გა­რე­თაც. ბა­ტონ ლა­დოს­თან კონ­ტაქ­ტი არ გა­მი­წყვე­ტია, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გვაქვს.

  • ბე­ი­რუ­თი­დან – თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში

– რო­დე­საც მთავ­რო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი, კახა ბენ­დუ­ქი­ძე მა­შინ გა­ვი­ცა­ნი.როცა ის ჯერ კი­დევ კან­ცე­ლა­რი­ის უფ­რო­სი იყო, მე ლი­ბან­ში, ბე­ი­რუთ­ში ვმუ­შა­ობ­დი (მსოფ­ლიო ბან­კის კონ­სულ­ტან­ტი ვი­ყა­ვი). კა­ხამ თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­კე­თე­ბა და­ი­წყო და შე­მომ­თა­ვა­ზა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი და რა­ღაც საქ­მის­თვის მო­მე­კი­და ხელი. მა­შინ აღ­მოვ­ჩნდი თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ველ ჯგუფ­ში, სა­დაც სულ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვით, და­ვი­წყეთ უნი­ვერ­სი­ტე­ტის კე­თე­ბა და იქ გა­ვა­ტა­რე სამი წელი. ზურა ჯა­ფა­რი­ძეც იქ გა­ვი­ცა­ნი 2010 წელს, კა­ხას სა­მუ­შაო ოთახ­ში. როცა კა­ხამ აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი შე­ი­ძი­ნა, იქ გა­და­ვე­დი, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პრო­რექ­ტო­რი ვი­ყა­ვი. კერ­ძო სკო­ლის გა­კე­თე­ბა მინ­დო­და და დრო­ე­ბით წა­ვე­დი იქე­დან. 1 წე­ლი­წად­ში, როცა ბენ­დუ­ქი­ძე თა­ვი­სუ­ფა­ლი­დან აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­და­ვი­და, ის შე­ნო­ბა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა და 2013 წელს პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად გა­ვა­კე­თე ნი­უ­ტო­ნის თა­ვი­სუ­ფა­ლი სკო­ლა, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო.

  • “ყო­ველ­თვის, ყველ­გან ყვე­ლა­ფერს უკა­ნო­ნოდ ვას­წავ­ლი­დი”

– არას­დროს ვყო­ფილ­ვარ სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი, უფრო – პე­და­გო­გი­ურ­ში. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვას­წავ­ლი­დი კრი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბას, პო­ლი­ტი­კურ იდე­ო­ლო­გი­ებს, ეკო­ნო­მი­კას, სკო­ლა­ში ვას­წავ­ლი­დი ქი­მი­ას, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბას… ბევრ სა­განს ვას­წავ­ლი­დი. მოკ­ლედ, ყო­ველ­თვის, ყველ­გან ყვე­ლა­ფერს უკა­ნო­ნოდ ვას­წავ­ლი­დი. პო­ლი­ტი­კა­შიც ამი­ტომ წა­ვე­დი, რომ მგო­ნია, სი­სუ­ლე­ლე იყო, რა­საც ვა­კე­თებ­დი სკო­ლა­შიც და უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც და მინ­დო­და პო­ლი­ტი­კის მეშ­ვე­ო­ბით მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­მექ­მნა გა­ნათ­ლე­ბა­ში.2015 წელს, რო­დე­საც ვარ­ჩევ­დი, სად წავ­სუ­ლი­ყა­ვი, “გირ­ჩი” “გა­ი­ჩი­თა” და იქ აღ­მოვ­ჩნდი. რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, სწორ ად­გი­ლას მოვ­ხვდი თუ არა… დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან ვე­რა­ფერს იტყვი იმი­ტომ, რომ შუა გზა­ზე ვართ, პო­ლი­ტი­კამ­დეც კი ვერ მი­ვაღ­წი­ეთ ისე, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი გავ­ლე­ნე­ბი მო­ვახ­დი­ნოთ, მაგ­რამ პრო­ცე­სებ­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის ჩა­ნა­სა­ხი, მგო­ნი, შე­ი­ნიშ­ნე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 5 წე­ლია ვმუ­შა­ობთ, პრაქ­ტი­კუ­ლი შე­დე­გე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში იმ ნა­წილ­ში, რო­მე­ლიც მე მა­ინ­ტე­რე­სებს – გა­ნათ­ლე­ბა­ში.

  • “სა­მი­ვე შვი­ლი სკო­ლი­დან გა­მო­ვიყ­ვა­ნე”

– მე რა­საც ვა­კე­თებ, პო­ლი­ტი­კის “პონ­ტში” კი არ ვა­კე­თებ, ჩემს ამ­ბავ­ში ვა­კე­თებ, ვი­ნა­ი­დან ჩემი შვი­ლე­ბი სკო­ლა­ში არ და­დი­ან. წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ იმ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის, რო­მე­ლიც გვაქვს. ჩემი შვი­ლე­ბი შინ სწავ­ლო­ბენ. მირ­ჩევ­ნია ისე­თი სკო­ლა გვქონ­დეს, სა­დაც ის წეს­რი­გი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც მე მი­მაჩ­ნია სწო­რად. იმ ბო­რო­ტე­ბას, რო­მე­ლიც ჩვენ გვაქვს მო­წყო­ბი­ლი სკო­ლებ­ში, მირ­ჩევ­ნია, ბავ­შვებს ნაკ­ლე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დეთ თა­ნა­ტო­ლებ­თან, მაგ­რამ სხვა მხრივ ბევ­რად თა­ვი­სუფ­ლე­ბი იყ­ვნენ. შვი­ლე­ბი სამი წლის წინ გა­მო­ვიყ­ვა­ნე სკო­ლი­დან, ჩემს სკო­ლა­ში – ნი­უ­ტო­ნის სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დნენ. ჩემი აზ­რით, სა­უ­კე­თე­სო სკო­ლა იყო, მაგ­რამ რო­გორც მშო­ბელ­მა, ვფიქ­რობ, სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე.

  • “არა­ორ­დი­ნა­ლუ­რად ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი გვაქვს”

– ჩემი მე­უღ­ლე მაია ჩარჩხა­ლია იუ­რის­ტია, ჩემი კო­ლე­გა იყო იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში, იქ გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი 2000 წელს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში დავ­მე­გობ­რდით და ოჯა­ხიც შევ­ქმე­ნით. არა­ორ­დი­ნა­ლუ­რად ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი გვაქვს, გვყავს სამი შვი­ლი – უფ­რო­სი მა­რი­ა­მი 16 წლის ხდე­ბა, ნა­თია – 15-ის და ნა­ბო­ლა­რა ბა­ტო­ნი კონ­სტან­ტი­ნე – 11-ისაა. მე და მაია მათი აღ­ზრდით ვართ და­კა­ვე­ბუ­ლი, ბევრ ენერ­გი­ას ვხარ­ჯავთ… მგო­ნია, მაია ერ­თა­დერ­თი დე­დაა, რო­მელ­მაც თავ­ზე აიღო შვი­ლე­ბის აღ­ზრდის მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და მთლი­ა­ნად ამ საქ­მე­ზეა გა­დარ­თუ­ლი, აღარ მუ­შა­ობს და შვი­ლებს უვ­ლის. გა­მო­დის ისე, რომ ცოლ-შვი­ლი კა­რან­ტინ­ში მყავს მოქ­ცე­უ­ლი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და­კის­რე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბით. ჩემი აზ­რით, ბედ­ნი­ე­რე­ბი უნდა იყ­ვნენ ბავ­შვე­ბი, მე ასე მეჩ­ვე­ნე­ბა.

სკო­ლა­ში ძა­ლი­ან კი უნ­დათ სი­ა­რუ­ლი, მაგ­რამ ერ­თად წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია რო­გო­რი გვინ­და ეს სკო­ლა. ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­ზა­ნიც ეს არის, რომ ისე­თი სკო­ლის შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­ვი­პო­ვოთ, სა­დაც წა­ვალთ და ერ­თად ვი­მუ­შა­ვებთ, გა­ვერ­თო­ბით და ვის­წავ­ლით. მათ იმის გამო, რომ სა­ბედ­ნი­ე­როდ, თუ სა­უ­ბე­დუ­როდ, ჩემ­ნა­ი­რი მამა აღ­მო­აჩ­ნდათ, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ სტილ­ში არი­ან. ფაქ­ტობ­რი­ვად, შვი­ლებ­მა ყვე­ლა ჩემი ნა­ბი­ჯი იცი­ან, რამე რომ მკი­თხონ, მათ ნე­ბის­მი­ერ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი უნდა მქონ­დეს, რა­ტომ ვიქ­ცე­ვი ასე. ჩვენ ერ­თმა­ნე­თის ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობთ. იმ საფრ­თხე­ებს, რო­მე­ლიც მათ მო­მა­ვალ­ში ექ­ნე­ბათ ცხოვ­რე­ბა­ში, მე ხომ ვერ ავა­ცი­ლებ, თუმ­ცა ვცდი­ლობ, ამ საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ კარ­გად გა­ვაფრ­თხი­ლო და თა­ვი­დან­ვე მი­ვაჩ­ვიო, რათა შეგ­ნე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღონ სა­კუ­თა­რი ზრდას­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემი შვი­ლე­ბის­თვის არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი ტა­ბუ­ი­რე­ბუ­ლი თემა, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა რწმე­ნას, სამ­ყა­როს აღ­ქმას, თუ ნე­ბის­მი­ერ ას­პექტს.შე­სა­ბა­მი­სად, რო­დე­საც ჩვენ ერ­თმა­ნეთ­თან ამ­დე­ნად გახ­სნი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გვაქვს, როცა სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს არა­ფე­რი და­ფა­რუ­ლი, სი­ტყვა – პრო­პა­გან­და ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, არ არ­სე­ბობს. ვცდი­ლობ, მათ გა­დავ­ცე ის, რი­სიც მჯე­რა და თუ მე ვცდე­ბი, ვე­უბ­ნე­ბი ხოლ­მე, კრი­ტი­კუ­ლად შე­ხე­დონ ყვე­ლა­ფერს, მაგ­რამ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი სუ­ბი­ექ­ტუ­რია. რაც კარ­გი მგო­ნია, იმას ვა­კე­თებ ჩემი შვი­ლე­ბის­თვის, შე­სა­ბა­მი­სად, მო­მა­ვა­ლი გან­სა­ზღვრავს, სწო­რად ვიქ­ცე­ვი თუ – არა.

  • “მე და თრი­ა­ქი”

– ჩემი კა­ნაფ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მა­შინ და­ი­წყო, როცა და­ახ­ლო­ე­ბით 25-26 წლის ვი­ყა­ვი. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა… ხომ არის, ვი­ღა­ცას ღვი­ნო მოს­წონს, მე ალ­კოჰო­ლი არ მომ­წონს და კა­ნა­ფი მო­მე­წო­ნა ძა­ლი­ან. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ვე­რა­ნა­ირ გან­სხვა­ვე­ბას ვერ ვხე­დავ ჩემს ორი­ვე – ფხი­ზელ და მო­წე­ულ მდგო­მა­რე­ო­ბას შო­რის. ვერც იმას ვხვდე­ბი, რა­ტომ არის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

ალ­ბათ იმის გამო, რომ ასეთ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ და არა მა­გა­ლი­თად, ჰო­ლან­დი­ა­ში. თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი ამას სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად აღიქ­ვამს, ის სტე­რე­ო­ტი­პი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­შია ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი კა­ნა­ფის მი­მართ, დიდ­წი­ლად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. რა­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა ეს მა­რი­ხუ­ა­ნას პრო­პა­გან­და იყოს, რო­დე­საც ვამ­ბობ, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, ზოგი რა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ზოგი – რაზე. ჩემი აზ­რით, ყვე­ლა­ზე დიდი ბო­რო­ტე­ბა არის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის დევ­ნა. ბო­რო­ტე­ბა არის ძა­ლა­დო­ბა და როცა ამას სა­ხელ­მწი­ფოს მეშ­ვე­ო­ბით აკე­თე­ბენ, თუ რა­მის პრო­პა­გან­და გვჭირ­დე­ბა, ეს ისაა, რომ ძა­ლა­დო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. მთე­ლი ჩვე­ნი იდე­ო­ლო­გია ამ რწმე­ნა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, რომ ადა­მი­ან­ზე ძა­ლა­დო­ბა არის ყვე­ლა­ზე დიდი ბო­რო­ტე­ბა. ვი­ღა­ცას რომ ჰგო­ნია კა­ნა­ფი არის მავ­ნებ­ლო­ბა, არ შე­იძ­ლე­ბა ამის პრო­პა­გან­და და ძა­ლა­დო­ბა გა­ა­თა­ნაბ­რო და ერ­თმა­ნეთს შე­ვა­და­როთ. ჯერ ძა­ლა­დო­ბა არ იყოს და მერე და­ვი­წყოთ კა­ნა­ფის და­დე­ბით და უარ­ყო­ფით თვი­სე­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი.

  • “იქ­ნე­ბა, ჩემ­მა შვი­ლებ­მა ჩემ­სა­ზე უკე­თე­სი ნარ­კო­ტი­კი იპო­ვონ ცხოვ­რე­ბის­თვის”

– ჩემ­მა შვილ­მა თუ მო­ინ­დო­მა მო­წე­ვა, უჩე­მოდ არ ქნას, ერ­თად ვქნათ… ვე­ლო­დე­ბი იმ დროს, რო­დე­საც ჩავ­თვლი, რომ ჩემი შვი­ლე­ბი ისე გა­ი­ზარ­დნენ, რომ შე­უძ­ლი­ათ და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­კუ­თა­რი დას­ვე­ნე­ბის სწო­რი ფორ­მე­ბის არ­ჩე­ვა­ნის შე­სა­ხებ. ანუ ჩემი შვი­ლე­ბი ისე უნდა გა­ი­ზარ­დონ, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ, შეც­დო­მა თუ და­უშ­ვეს, თვი­თონ მიხ­ვდნენ ამას და მისი გა­მოს­წო­რე­ბაც ეცო­დი­ნე­ბათ, რო­გორ ხდე­ბა. მე ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მინ­და, რო­ბო­ტე­ბი კი არა, რომ­ლე­ბიც წი­ნას­წარ და­ვაპ­როგ­რა­მო, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ასე და ისე მო­ი­ქე­ცი-თქო. იქ­ნე­ბა ჩემ­მა შვი­ლებ­მა ჩემ­სა­ზე უკე­თე­სი ნარ­კო­ტი­კი იპო­ვონ სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის­თვის, იქ­ნე­ბა, სა­ერ­თოდ სხვა რამ აღ­მო­ა­ჩი­ნონ, რო­მე­ლიც მათ სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ა­ნი­ჭებს – შე­იძ­ლე­ბა მთამ­სვლე­ლე­ბი ან პა­რა­შუ­ტის­ტე­ბი გახ­დნენ… მე მათ ცხოვ­რე­ბა­ში, უბ­რა­ლოდ, ვერ ჩა­ვე­რე­ვი, მო­ვა­ლე ვარ, მო­ვამ­ზა­დო ამ ცხოვ­რე­ბის­თვის და რო­გორ ვურ­ჩიო, მო­მა­ვალ­ში კა­ნაფს მო­წე­ვენ, თუ LSD-ს და­იკ­რა­ვენ? ჩემი აზ­რით, ერ­თიც უნდა ქნან და მე­ო­რეც, მაგ­რამ მი­ნი­მა­ლუ­რი რის­კის სა­ფა­სუ­რად.

  • “ეკ­ლე­სი­უ­რი ადა­მი­ა­ნი არ გახ­ლა­ვართ”

– “ბიბ­ლი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა” არის ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტი. ჩვენ ვთვლით, რომ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ადა­მი­ა­ნებს ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ უაზ­როდ უზღუ­და­ვენ თა­ვი­სუფ­ლე­ბას. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი გვყავს მთე­ლი კას­ტა – 18-დან 27 წლამ­დე მა­მა­კა­ცე­ბი. ჩვენ გვინ­დო­და ამ ადა­მი­ა­ნებს დავ­ხმა­რე­ბო­დით, უბ­რა­ლოდ, ასე­თი ფორ­მა მო­ვი­ფიქ­რეთ. თან ჩვენ კი არ მო­ვი­ფიქ­რეთ, ეს ნორ­მა კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ეწე­რა. ჩვენ “ბიბ­ლი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა” გა­ვა­კე­თეთ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ზუს­ტი დაც­ვით, ანუ ჩვე­ნი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, რომ ადა­მი­ა­ნებ­ზე ძა­ლა­დო­ბის­თვის ამ ფორ­მით გაგ­ვე­წია წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რე­ლი­გია და ეკ­ლე­სია ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტია. ზო­გა­დად, მე რე­ლი­გი­უ­რი, ეკ­ლე­სი­უ­რი ადა­მი­ა­ნი არ გახ­ლა­ვართ…

  • “რაცა ვარ, ესა ვარ”

– რაცა ვარ, ესა ვარ.. მი­ჭირს სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­ფა­სე­ბა… მაქვს მიზ­ნე­ბი და ჯერ არ მი­მიღ­წე­ვია მათ­თვის, ალ­ბათ რა­ღა­ცა გზა კი­დევ მაქვს გა­სავ­ლე­ლი… დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი პენ­სია ჩემ­თვის არის სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლო­ბა, ოღონდ ისე­თი, რო­გო­რიც მე წარ­მო­მიდ­გე­ნია. დამ­სა­ხუ­რე­ბულ პენ­სი­ამ­დე ჯერ არ მაქვს მიღ­წე­უ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ჯერ­ჯე­რო­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო ვარ სა­კუ­თა­რი თა­ვით. პო­ლი­ტი­კა­ში იმი­ტომ მო­ვე­დი, რომ ვიბ­რძო­ლო მას­წავ­ლებ­ლის უფ­ლე­ბის­თვის ისე­ვე, რო­გორც იაგო იბ­რძვის იუ­რის­ტის უფ­ლე­ბის­თვის ან სან­დრო – ფუ­ლის რე­ფორ­მის­თვის. ანუ ჩვენ კონ­კრე­ტუ­ლი ამო­ცა­ნე­ბი გვაქვს, ოღონდ, ერის და სა­ხელ­წი­ფოს კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის კი არა, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის.

მა­გა­ლი­თად, მე ჩემ­თვის მინ­და, რომ ვი­ღაც იდი­ო­ტი ბი­უ­როკ­რა­ტი არ შე­მო­მი­ვარ­დეს და პო­ლი­ცი­ე­ლი­ვით ლუქი არ და­ა­დოს ჩემს სკო­ლას. სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი ისაა, რომ ისეთ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობ­დეთ, სა­დაც ამის რის­კი არ იარ­სე­ბებს. ვინც “გირჩში” საქ­მეს ვა­კე­თებთ, ყვე­ლა მე­გო­ბა­რი მგო­ნია, ცალ­კე მე­გობ­რე­ბი არც მყავს, ბავ­შვო­ბის მე­გობ­რებს თუ არ ჩავ­თვლით. მინ­და, რო­დის­მე გა­ვი­დე ამ ყო­ველ­დღი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბი­დან. პან­დე­მი­ის დროს ძა­ლი­ან შე­მეც­ვა­ლა წარ­მოდ­გე­ნა ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ისი­ნი ასე­თი მორ­ჩი­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლიყ­ვნენ. თურ­მე ჩვენ შეგ­ვიძ­ლია და­ვი­ჯე­როთ მთავ­რო­ბის ყვე­ლა და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი, უარ­გუ­მენ­ტო, რა­ღაც უც­ნა­უ­რი შე­ზღუდ­ვე­ბი, რო­მელ­საც არა­ვი­თა­რი ში­ნა­არ­სი არ აქვს, ეს არ გა­ვაპ­რო­ტეს­ტოთ და სა­კუ­თარ თავს დავ­მარ­თოთ ის, რაც დავ­მარ­თეთ ბოლო ერთი წლის გან­მა­ავ­ლო­ბა­ში.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­ხე­ბა მქონ­და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას­თან და არას­დროს მქო­ნია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დიდი წარ­მოდ­გე­ნა ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში (გა­სა­გე­ბია, რომ პრი­მა­ტე­ბის ასე­თი ჯიში ვართ სა­ქარ­თვე­ლო­ში), აი, ამას თუ მო­ვით­მენ­დით, რას ვი­ფიქ­რებ­დი. თუმ­ცა ამ პან­დე­მი­ამ ის სი­კე­თე მოგ­ვი­ტა­ნა, რომ სპე­ცი­ფი­კურ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ვის­წავ­ლეთ სპე­ცი­ფი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რცე­ში, რაც ასე­თი ეფექ­ტუ­რო­ბით თუ იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, ვერც კი წარ­მოგ­ვედ­გი­ნა. ანუ კულ­ტუ­რულ დო­ნე­ზე არ იყო ამის გა­კე­თე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მინ­და, ყვე­ლამ თავი და­მა­ნე­ბოს და მარ­ტოს, მშვი­დად შე­მეძ­ლოს ცხოვ­რე­ბა. ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა არ არის სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სი, რა­ღაც­ნა­ი­რი სტა­ბი­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მიღ­წე­ვაა ჩემი და ალ­ბათ ნე­ბის­მი­ე­რის ნატ­ვრა.

თეგები: ვახტანგ მეგრელიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved