შვეიცარიაში საყოველთაო რეფერენდუმზე მოსახლეობამ ერთნაისქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ცვლილებების მომხრე რეფერენდუმი მონაწილეთა 64,1% იყო. ამასთან, მათ მხარი დაუჭირეს იმასაც, რომ ერთნაირსქესიანთა წყვილებს ბავშვების შვილად აყვანის უფლება მიეცეთ. ცვლილებები ძალაში 2022 წლის 1-ლი ივლისიდან შევა.
ამ მომენტისთვის ერთნაისქესიანთა ქორწინება მსოფლიოს 28 ქვეყანაშია ნებადართული, მათი უმეტესობა დასავლეთ ევროპაშია განლაგებული. პირველად ასეთი კავშირები 2001 წელს, ნიდერლანდებში გახდა ლეგალური.
კომენტარები