შვეიცარიაში ნიღბის ტარება თავშეყრის ადგილებში სავალდებულო გახდა, მათ შორის სადგურებზე, აეროპორტებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
ეს ზომა მხოლოდ 12 წლამდე ბავშვებს არ ეხებათ. გარდა ამისა, 15-ზე მეტი ადამიანის ერთად შეკრება აიკრძალა. ამასთან, მთავრობამ დამქირავებლებს თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის რეკომენდაცია მისცა.
იმედინიუსი
კომენტარები