შვეიცარიამ საქართველოს კოვიდპასპორტები აღიარა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ საქართველო იმ 30-მდე ქვეყნის ჩამონათვალშია, რომელთა კოვიდპასპორტებსაც ქვეყანა აღიარებს.
შვეიცარიაში ჩასვლისას, კოვიდპასპორტთან ერთად, სავალდებულოდ რჩება კორონავირუსზე ტესტის ჩატარება. ეს ვრცელდება იმ ადამიანებზეც, ვინც აცრილია ან გამოჯანმრთელდა COVID-ისგან.
კომენტარები