• რეკლამა
  • კონტაქტი
01:09, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შვედეთის ვირუსთან ბრძოლის სტრატეგია მსოფლიოსთვის მოდელი უნდა იყოს – ჯანმოს სკანდალური განცხადება

ალია ავტორი - ალია
00:27 05-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა შვედეთი კორონავირუსთან ბრძოლისთვის არჩეული სტრატეგიისთვის შეაქო და განაცხადა, რომ ის მსოფლიოსთვის “მოდელი” უნდა იყოს.

“ვფიქრობ, თუ სიტუაციის ნორმალიზებას მივაღწევთ, შვედეთი მრავალი თვალსაზრისით მომავლის მოდელს წარმოადგენს — თუ ისეთ საზოგადოებაში დაბრუნება გვსურს, სადაც იზოლაცია არ გვქონდა”, — განაცხადა რაიანმა.

მისივე თქმით, შვედეთის ჯანდაცვის სისტემამ ვირუსის დაწყებიდან ყველა ნაბიჯი სწორად გადადგა.

“ისინი აკეთებდნენ ტესტირებას. მათი ჯანმრთელობის სისტემას ყოველთვის რჩებოდა იმის შესაძლებლობა, რომ იმ შემთხვევების რაოდენობას გამკლავებოდა, რომელიც მათ ჰქოდათ” — განაცხადა რაიანმა.

რაიანის თქმით, შვედეთის მისამართით წამოსული კრიტიკა უსამართლოა, რადგან შვედეთმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძალიან ძლიერი პოლიტიკა დააწესა და ფიზიკური დისტანცირების, ადამიანების მოვლისა და დაცვის გრძელვადიანი შესაძლებლობა შექმნა.

“ის, რაც ამ ქვეყანამ განსხვავებულად გააკეთა არის, რომ ძალიან ენდობა ურთიერთობას მოქალაქეებთან, მათ უნარს, რომ საკუთარი ნებით შეძლონ თვითრეგულირება და დაიცვან სოციალური დისტანცია”, — განაცხადა რაიანმა.

შვედეთმა პანდემიასთან საბრძოლველად ევროპული ქვეყნებისაგან განსხვავებული გზა აირჩია. მაშინ, როცა ევროკავშირის მასშტაბით ქვეყნებმა კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად კარანტინის მკაცრი ზომები შემოიღეს, ჩაკეტეს საზღვრები, დახურეს ბევრი ბიზნესი, შვედეთში მაღაზიები, რესტორნები, ბარები და სკოლები კვლავ ღიაა. ქვეყანას არც საზღვრები ჩაუკეტავს.

ბოლო მონაცემებით, შვედეთში კორონავირუსით ინფიცირების 21 092 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის გარდაცვლილია 2 586 და გამოჯანრთელებულია 1 005 ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეს განცხადება ნამდვილად სკანდალურია, რადგან, შვედეთმა – შეზღუდვების არც ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა თითქმის, მაშინ როცა ქვეყნების უმეტესობა გადაადგილებასაც კი ზღუდავს, საქართველომ საზოგადოებრივი ტრანსპორტიც კი გააჩერა.

შვედეთს არ დაუცავს რეკომენდაცია – დარჩი სახლში, მაგრამ მან დაიცვა რეკომენდაცია – გააკეთე ბევრი ტესტი.

თუ მხოლოდ ტესტებში და პირბადეებში, ხელის დაბანაში და დისტანციის დაცვაში იყო საქმე – ამდენმა ქვეყანამ რომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ამდენი ხალხი დაიმშა – ახლა გვეუბნება ჯანმო, რომ შვედეთი უნდა გავიხადოთ მაგალითად?

მადლობა, იმედია, ახლა მაინც გავითვალისწინებთ.

არ ვიტყვი ვამბობდით-მეთქი, მაგრამ – საკარანტინე სივრცეები, ექიმთა გადამზადება და აღჭურვილობა, ტესტები – სულ ეს ყოფილა, როგორც ჩანს საკმარისი.

ალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved