არნოლდ შვარცნეგერმა ლოს ანჯელესში, თავის უბანში ასფალტზე ღრმული თავად ამოავსო. მან “ტვიტერზე” ვიდეოც გამოაქვეყნა და დაწერა:
„რამდენიმე კვირაა, რაც ეს ღრმული მანქანებს და ველოსიპედებს აზიანებს და მთელი სამეზობლო გაღიზიანებულია, ამიტომ, ჩემს გუნდთან ერთად მივედი და გზა შევაკეთე. სულ ვამბობ, რომ წუწუნს მოქმედება სჯობს. ესეც ასე“.
კომენტარები