• რეკლამა
  • კონტაქტი
12:34, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შურისძიებაა, დის შვილი მოუკლა, იმან კიდე ეს მოკლა” – გურჯაანში მომხდარი დაპირისპირების დეტალები

ალია ავტორი - ალია
12:29 01-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

გურჯაანის სოფელ კალაურში კაცმა მეზობელი მოკლა. გიორგი მღებრიშვილმა გოჩა ჩაღიაშვილს სანადირო თოფიდან ესროლა. დანაშაულის მოტივი სავარაუდოდ შურისძიებაა.

მოკლული 36 წლის გოჩა ჩაღიაშვილის მამა “მთავართან” ამბობს, რომ მის შვილს გიორგი მღებრიშვილის ნათესავთან თანხასთან დაკავშირებული დაპირისპირება ჰქონდა. ჯერ კიდევ 2005 წელს მხარეებმა ამის გამო დუელი გამართეს, რომლის დროსაც ჩაღიაშვილმა გიორგი მღებრიშვილის დის შვილი მოკლა.

ამის შემდეგ ოჯახებს შორის დაპირისპირება არ ყოფილა. როგორც მოკლულის მამა აცხადებს, მის შვილს ტელეფონით დაუკავშირდნენ და სოფლის ცენტრში ჩაიყვანეს, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გიორგი მღებრიშვილი თანმხლებ პირებთან ერთად დახვდა.

“ეს ბიჭი ჩემთან ძმაკაცობდა ჭაბუკობას, ახლა ვინც შვილი მომიკლა, მერე რა ვიცი, ვალი ჰქონდათ ვირი მივყიდე, ფულს ვთხოვდი… არ მომცეს, ჩათვალე რომ დაგაწერეთო. მერე ბალღებს მოუვიდათ დავა ფულის გამო, ბირჟაზე გამოიძახეს, ტელეფონით დაურეკეს, თოფი ესროლეს. გაიქცა პირველი სროლის მერე, კედელზე რომ გადასულიყო, ვეღარ გაასწრო, დაეცა და კეფა გაიხეთქა, ფეხში დაჭრა, ხელშიც დაჭრილია”, – ყვება გოჩა ჩაღიაშვილის მამა. 

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1961 წელს დაბადებული გიორგი მღებრიშვილი უკვე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved