• რეკლამა
  • კონტაქტი
02:23, კვირა, 2 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შუალედური დასკვნები რუსეთ-უკრაინის ომის 6 თვის თავზე – “დასავლეთში აღარ ეშინიათ პუტინის” – ბატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:07 08-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
310

ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:

“რამდენიმე შუალედური დასკვნა რუსეთ-უკრაინის ომის 6 თვის თავზე:
– რუსეთის გეგმა, აღადგინოს საბჭოთა კავშირი, კრახს განიცდის;
– უკრაინა გადარჩა და ის არის მთავარი დაბრკოლება საბჭოთა კავშირის აღდგენის საქმეში;
– დაიმსხვრა მითი რუსული არმიისა და პუტინის უძლეველობის შესახებ;
– დასავლეთი გამოფხიზლდა და ერთიანია ისე, როგორც არასდროს;
– დასავლეთში აღარ ეშინიათ პუტინის;
– დასავლეთი მზადაა რუსეთის შესაჩერებლად გაიღოს მსხვერპლი (ეკონომიკური სანქციები, უკრაინის დახმარება და ა.შ.);
– რუსეთის ნების საწინააღმდეგოდ ფართოვდება ნატო (ფინეთი+შვედეთი) და ეს პროცესი გაგრძელდება;
– რუსეთი საერთაშორისო არენაზე მარტოა დარჩენილი;
– რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს და მისი შედეგები გრძელვადიანი იქნება;
– ამ ეტაპზე რუსეთს წარუმატებლობის ფონზე სურს ტაიმ-აუტის აღება (დროებითი ზავი), რათა უკეთ მოემზადოს და ახალი ძალებით შეუტიოს უკრაინას. მაგრამ კიევი არ თანხმდება ამას;
– ომში მთავარია პოლიტიკური ნება, რაც აჩვენა უკრაინამ და არა ჯარის რაოდენობა;
– ბრძოლა მხოლოდ თოფის სროლა არაა და მნიშვნელოვანია აქტიურობა საერთაშორისო არენაზე;
– რუსეთთან ფლირტი საშიშია (ჩემი თუ არ გჯერათ, ბიძინას ადვოკატებს ჰკითხეთ);
– “იიი, ომი სხვაგანაა და ჩვენ არ გვეხება” იდიოტობაა, გეოგრაფიულ მდებარეობას ვერ შეცვლი, ვერსად დაიმალები (ისევ შეგიძლიათ ჰკითხოთ ბიძინას ადვოკატებს);
– დასავლეთის გამოფხიზლების ფონზე შეგიძლია მიიღო უახლესი შეიარაღება, მაგრამ ამისთვის ადეკვატური ხელისუფლება გჭირდება;
– მთელ მსოფლიოში (და მათ შორის, საქართველოშიც) მოხდა თვითლუსტრაცია და გამომჟღავნდა რუსეთის ბევრი აგენტი, რომლებიც ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლება უბრალოდ დაიჭერდა;
– მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 24 თებერვლამდე. მომავალში საჭირო იქნება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნა, როგორც ეს იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ (მაგრამ ეს უკვე სხვა საკითხია და დიდი ალბათობით, მისი დეტალები ომის დასრულების შემდეგ განიხილება).
და ყველაზე მთავარი – უკრაინამ კიდევ ერთხელ აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი (დანარჩენი ყველაფერი მაინც მეორეხარისხოვანია)!
უკრაინა გაიმარჯვებს! ??????“
თეგები: ზურაბ ბატიაშვილირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved