• რეკლამა
  • კონტაქტი
16:30, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შსს-ს თანამშრომლებმა ავტომობილებში ერთჯერადად იმაზე მეტი საწვავი ჩაასხეს, ვიდრე ავზში ეტევა – აუდიტი

ალია ავტორი - ალია
14:39 02-19-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა ავტომობილებში ერთჯერადად იმაზე მეტი საწვავი ჩაასხეს, ვიდრე ავზში ეტევა – აუდიტის დასკვნის მიხედვით შინაგან საქმეთა სამინისტრო ბიუჯეტიდან თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს და პოლიციის მაღალჩინოსნები საწვავს ისე ყიდულობენ, რომ არც რაოდენობა მოწმდება და არც დანიშნულება.

აუდიტის ცნობით, ჯამში, არსებობს რისკი, რომ არამიზნობრივად დაიხარჯა 17,813 ლიტრი საწვავი.

მესამე სექტორში ამბობენ, რომ დიდი ალბათობით, შსს-ს მაღალჩინოსნები საწვავს საკუთარი ოჯახის წევრებისთვის, ნათესავებისთვის და ახლობლებისთვის იყენებდნენ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. მათ გამოძიების იმედი არ აქვთ.

“ბოლო დროს საკმაოდ გავრცელებულია ისეთი შემთხვევები, როდესაც ასიათასობით ლარის საწვავი არამიზნობრივად იხარჯება და ავზში იმაზე მეტ საწვავს ასხამენ, ვიდრე შესაძლებელია. ამ მხრივ არც შსს აღმოჩნდა გამონაკლისი. აუდიტმა დაადგინა, რომ 17 813 ლიტრი არის არამიზნობრივად გახარჯული. უხეშად რომ დავთვალოთ, ეს არის დაახლოებით 50 ათასი ლარი. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არის გახარჯული შსს-ს მაღალჩინოსნების ოჯახებისთვის ან მათი პირადი სარგებლობისთვის”, – ამბობს “აი, ფაქტის” წარმომადგენელი, ია ასათიანი.

პლატფორმა 20/20-ის თავმჯდომარის, ვასო ურუშაძის თქმით, ამ ფონზე, ხშირია შემთხვევები, როდესაც რიგით პოლიციელებს ხელმძღვანელები ავალებენ, საწვავის ეკონომია გააკეთონ.

“გვაქვს სამწუხარო რეალობა, როდესაც პატრულის თანამშრომლებს, რიგით პოლიციელებს შსს-ს მაღალჩინოსნები ავალებენ, რომ მათ გააკეთონ საწვავის ეკონომია და ხშირ შემთხვევაში, საპატრულო პოლიციის ეფექტიანობა მცირდება ამის გამო. ისინი აჩერებენ სატრანსპორტო საშუალებებს. განსხვავებული მიდგომაა მაღალი თანამდებობის პირების შემთხვევაში, როდესაც ისინი იმაზე მეტ საწვავს მოიხმარენ, ვიდრე თეორიულად შეიძლება მათმა ავტომობილებმა მოიხმარონ. ისინი ამ საწვავს იპარავენ, არამიზნობრივად ხარჯავენ და იყენებენ პირადი კეთილდღეობისთვის”, – თქვა ვასო ურუშაძემ.

საკითხთან დაკავშირებით შსს-ს გენერალურ ინსპექციაში გამოძიებაა დაწყებული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved