• რეკლამა
  • კონტაქტი
03:13, კვირა, 22 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დავაკავეთ, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია

ალია ავტორი - ალია
10:51 03-21-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
136

ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია.

ამის შესახებ ინფორმაციას და ფარულ ვიდეო ჩანაწერს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პოლიციამ, ქვემო ფონიჭალაში, დაკავებული ნარკორეალიზატორების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე ნაგებობის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, „მარიხუანა“, ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“ და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული ვ.ა., 1968 წელს დაბადებული ი.გ. და 1990 წელს დაბადებულს ს.შ. დააკავეს.

ვ.ა. და ი.გ. ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით არიან დაკავებულები. ხოლო ს.შ. – ს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.
დანაშაულები 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დაადგინა, რომ ვ.ა. და ი.გ., ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
პოლიციამ, ქვემო ფონიჭალაში, დაკავებული ნარკორეალიზატორების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე ნაგებობის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, „მარიხუანა“, ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“ და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.
ხოლო ს.შ. – ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით, 261 – ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებითა და 273-ე პრიმა მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?
ახალი ამბები

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?

16:34 02-20-2026
აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!

11:13 02-20-2026
„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved