შინაგან საქმეთა სამინისტრო ნამახვანჰესის აქციაზე შეკრებილ ხალხსა და ორგანიზატორებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს.
„დღეს, 13:00 საათზე, ქუთაისში, ნამოხვან ჰესის მშენებლობის შესახებ იგეგმება მასშტაბური აქცია.
საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილზე მიმდინარეობს საპოლიციო ძალების მობილიზება. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები