შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან აქციის მონაწილეების მიერ საარჩევნო ბანერებზე წარწერების – ,,რუსული ოცნება” – გაკეთების გამო გამოძიება დაიწყო.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს და 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, მელიქიშვილის გამზირზე, კალაძის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქ შეკრება მოქალაქეებმა გადაწყვიტეს მას შემდეგ, რაც გუშინ დაპირისპირება მოხდა.
კომენტარები