შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთი პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი 1984 წელს დაბადებული გ.ზ. სამეგრელოს რეგიონში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გ.ზ. სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის 2018 წლიდან იძებნებოდა. სამართალდამცველების მიერ დაკავებული გ.ზ. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.
კომენტარები