ფოტო – mo se
თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს დილით, დაპირისპირების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია 3 პირი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ პოლიციამ დააკავა სამოქალაქო აქტივისტი, შაკო ბაღდოშვილი. აქტივისტების თქმით, იმის ნაცვლად, რომ პოლიციას 9 აპრილის მემორიალთან გამოგზავნილი ტიტუშკები დაეჭირა, ხელბორკილები იმ ადამიანს დაადეს, რომელსაც პროვოკაცია მოუწყვეს. მათივე განცხადებით, დაკავებამდე შაკო ბაღდოშვილს უცნობმა პირმა სცემა.
















კომენტარები