შინაგან საქმეთა სამინისტრო კასპში ჩატარებული სპეცოპერაციის ვიდეო მასალას ავრცელებს.
კასპში, ერთ-ერთი საწარმოში, ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით პოლიციამ 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა.
ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.
ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე ჩავიდა, რომელიც საპოლიციო ღონისძიებებს პირადად ხელმძღვანელობდა.
კომენტარები