• რეკლამა
  • კონტაქტი
07:39, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შსს დარბევისას, სავარაუდოდ, რუსეთიდან ჩამოტანილ ნივთიერებებს იყენებს – მედია

ალია ავტორი - ალია
22:05 12-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,526

რა ნივთიერებით წამლავს სპეცრაზმი ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს უკვე მეათე დღეა? – ექიმები  განმარტებებს ითხოვენ და ამბობენ,  რომ ის  რაც რუსთაველის გამზირზე ხდება,  მომიტინგეების სიცოცხლისთვის საშიშია. მათივე მონაყოლით,  აქციების დასარბევად გამოყენებული ნივთიერებები  საფრთხეს უქმნის რუსთველზე მცხოვრებ ადამიანებსაც,  რომლებსაც  მომწამვლელი საშუალებების ყოველდღიურად სუნთქვა  უწევთ. თვალებისა და ყელის წვა, კანის სიწითლე, ხველა, ცემინება, სუნთქვის გაძნელება -ეს  პირველი და მთავარი სიმპტომებია, რომლებზეც  მომიტინგეები ყვებიან.

ექიმები, რომლებიც რუსთველის გამზირზე დარბეულ მომიტინგეებს ეხმარებიან, ამბობენ რომ წყლის ჭავლში არსებული ქიმიური ნივთიერების ხანგრძლივობა იმდენად დიდია,  რომ  წიწაკის სპრეის და ცრემლსადენი გაზის შემადგენლობასთან დაკავშირებით  სერიოზული ეჭვები უჩნდებათ. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან რომ ცრემლსადენ გაზში ადამიანის ჯანმრთელობისთვის  საზიანო ნივთიერებებია  გარეული.

აქციების დასარბევად გამოყენებული ნივთიერებების  მავნებლობა ყველა  მომიტინგემ საკუთარ თავზე გამოსცადა. მოქალაქეები ცრემლდენასთან ერთად, მხედველობის დაზიანებას,  სპაზმს და ჰაერის უკმარისობას უჩივიან. ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე “შაბათის მთავართან”  ამბობს, რომ წყლის ჭავლის და  სპრეის ერთმანეთში გარევა ახალ ქიმიურ  ნივთიერებას  ქმნის, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან საზიანოა.

როგორ მუშაობს ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი?

ამ ორ ნივთიერებას  შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ წიწაკის სპრეის მომიტინგეების წინააღმდეგ  შედარებით ახლო მანძილზე ისვრიან,  ცრემლსადენი გაზი კი  უფრო დიდ ტერიტორიაზე ვრცელდება და მეტი ადამიანის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს. ექიმების თქმით,  საფრთხე მოსალოდნელია მაშინაც, თუ შესაბამისი  სამსახურები  ამ საშუალებას  განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით   გამოიყენებენ.

კონკრეტულად რომელ ნივთიერებებს იყენებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო – საჯარო არ არის.

სამინისტრო  მალავს  აქციაზე გამოყენებული სპეციალური საშუალებების სახეობებსა და ქიმიური ნივთიერებების შემადგენლობას. უსაფრთხოების ზომების შესახებ რჩევებს მომიტინგეებს არც ჯანდაცვის სამინისტრო აძლევს. შესაბამისად ჩნდება ეჭვი, რომ ცრემლსადენ გაზში  ისეთი  ნივთიერებებია გარეული,  რომლებიც მომიტინგეებს   ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს უქმნის. 

ნივთიერების წარმომავლობასთან ერთად შინაგან საქმეთა  სამინისტროს  გასაიდუმლოებული აქვს მისი შესყიდვაც. საიდუმლო გრიფის ქვეშ გომელაური მალავს  რომელ ქვეყანაში ყიდულობს  ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს, ან  რა თანხას ხარჯავს ამაში. სამინისტროს  შესყიდვების საიტზე  არც ერთი დოკუმენტი  არ იძებნება.

“შაბათის მთავარს” წყარო უყვება რომ  სპეციალურ ნივთიერებებს, რომელსაც  სპეცრაზმი   მოქალაქეების დასარბევად იყენებს,  შსს-მ რუსეთიდან ჩამოიტანა. 

ადვოკატი ნუგზარ სულაშვილი ” შაბათის მთავარს” უყვება რომ   მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც სპეცსამსახურში მუშაობდა, ყვება რომ  წყლის ჭავლში,  კონკრეტული ჩინოვნიკების  დავალებით  ხშირად ამატებდნენ ქიმიურ ნივთიერებებს, რათა  მათი ეფექტურობა გაეზარდათ.  მისი მონაყოლით  აქციებს ისეთი ნივთიერებებით არბევენ, რომელთა   გამოყენება საერთაშორისო კონვენციით  აკრძალულია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved