• რეკლამა
  • კონტაქტი
03:37, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შსს ახალ სკანდალში – “ფანტაზიით ნაკერი” საქმე, რომელშიც ისიც კი არ წერია, მძიმეა, თუ არა, “მძიმე საგანი”

ალია ავტორი - ალია
16:50 07-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
264

შსს-მ სინდისის პატიმრების საქმეზე ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარება მისსავე უწყების თანამშრომელს დაუკვეთა – დღეს 11 პირის პროცესზე გამოიკითხა ექსპერტი ნინო ბორაშვილი, რომელიც ვიცე პოლკოვნიკია.

ადვოკატების თქმით, აღნიშნული ექსპერტის ხელმოწერა სხვა საქმეებშიც ფიქსირდება.

ექსპერტმა დღევანდელ სხდომაზე დაადასტურა, რომ არ უკვლევიათ, ვინ რა საგანი გაისროლა და ვისი მიმართულებით, ან რამდენად იყო ის სახიფათო, როგორც ამას გამოძიება ამტკიცებს.

შესაბამისად, “ბრალებში” ნახსენები “მძიმე საგანი” გამომძიებლების ფანტაზიის ნაყოფია და არაფერი მეტი – აცხადებს ადვოკატი ომარ ფურცელაძე ტვ პირველთან.

ფაქტობრივად ყველა დასკვნაში, რაც ჩვენს საქმეშია წარმოდგენილი, მისი ხელმოწერება ფიგურირებს. არცერთ ექსპერტიზაში არასოდეს დასმული არ ყოფილა არცერთი კითხვა საგნებთან დაკავშირებით, რამდენად იყო ის მძიმე საგანი საშიში ან სახიფათო სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის და შესაბამისად, ექსპერტებს აღნიშნული არ უკვლევიათ.  ის მითითება, რომ თითქოსდა მძიმე საგანი არის ნასროლი პოლიციელების მისამართით, რომლებმაც სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე შექმნა ან რაიმე მაგდაგვარი, არის ავტორი გამომძიებელების ფანტაზიის ნაყოფი”, – აცხადებს ომარ ფურცელაძე.

ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის თქმით კი, ის ფაქტი, რომ ექსპერტიზას შს სამინისტროს თანამშრომელი ატარებს  და არა სამხარაულის ექსპერტიზის ექსპეტი, ეს თავისთავად მიანიშნებს, რომ “ექსპერტი იმ თავითვე არის მიკერძოებული”

გარდა იმისა, რომ ექსპერტს აქვს იურიდიული განათლება და არანაირი მიმართულება ტექნიკური მიმართულებით, ალბათ, რამდენიმეთვიანი ტრენინგი აქვს გავლილი, ამავდროულად აღნიშნული პოლიციელი მუშაობს შს სამინისტროს საექსპერტო ბიუროში და წოდებით არის უფროსი ლეიტენანტი, ანუ არის პოლიციელი. ექსპერტი ჰაბიდოსკოპი, რომელიც უნდა იყოს მიუკერძოებელი, იმ თავითვე არის მიკერძოებული. ერთ-ერთ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც პირი ნიღბით არის, გაცემული აქვს შემდეგი დასკვნა, რომ თითქოს შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება და ეს არის ანზორ კვარაცხელია. როდესაც დღეს შევახსენეთ აღნიშნულ ექსპერტს ეს საკითხი, ვერანაირად ვერ გაექცევა ის ბუნებრივია პასუხსიმგებლობას, აღნიშნა, რომ ეს იყო სხვა კადრი, თუმცა არის იგივე კადრი. სხვა ექსპერტმა, რომელიც რეალურად არის სახელმწიფოს ბიუროს წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, მიუთითა ობიექტური პასუხი, რომ იმ კადრით, რაზეც მან გასცა, რომ იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო პიროვნების დადგენა”, – განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ. 

სასამართლოში ამ წუთებში, პროევროპულ აქციაზე დაკავებული 11 პირის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved