შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ცოტა ხნის წინ ადგილზე კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს.
ჯერჯერობით უცნობია გარდაცვლილის ვინაობა.
სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 15:00 საათზე ჩამოიშალა. ამ დროისთვის, რაჭაში, სტიქიის ზონაში 15 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, ხოლო 25 დაკარგულ ადამიანს ეძებენ.














კომენტარები