კომუნიკაციების კომისიის ახალმა თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ „მედია აკადემიის“ დირექტორი შორენა შავერდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა.
გულორდავა „მედიაჩეკერთან“ საუბრისას შორენა შავერდაშვილის გათავისუფლებას საკადრო ცვლილებებს უკავშირებს:
“ეს შიდასამსახურეობრივი ამბებია, უბრალოდ, ჩვეულებრივ საკადრო ცვლილებებს უკავშირდება. ბუნებრივი ამბავია, ხდება ხოლმე, მუდმივად ერთი და იგივე ადგილზე ვერავინ ვერ იქნება…“ აცხადებს ის.
გულორდავას თქმით, რამდენიმე საკადრო ცვლილების მიუხედავად, „მედია აკადემია“ ჩვეულებრივ აგრძელებს საქმიანობას.














კომენტარები