• რეკლამა
  • კონტაქტი
06:52, პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

” შოკი მივიღე, მირეკავდნენ და თანხის დაკლებას მთხოვდნენ”- რისთვის დააკავეს ჯიმი მაქაცარია?

ალია ავტორი - ალია
16:31 12-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
137

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ვი­ზის დამ­ზა­დე­ბის სა­ნაც­ვლოდ დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ბრალ­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ისი­ნი მო­ტყუ­ე­ბით იყე­ნებ­დნენ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლებს, თით­ქოს და ისი­ნი ვი­ზე­ბის დამ­ზა­დე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ფა­რულ ჩა­ნა­წერ­ში ისი­ნი ახ­სე­ნე­ბენ პრო­დი­უ­სერ ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძი­სა და ტე­ლე­წამ­ყვან გი­ორ­გი ჯა­ჯა­ნი­ძის სა­ხე­ლებს.

და­კა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი მომ­ღე­რალ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და მომ­ღე­რა­ლი ჯიმი მა­ქა­ცა­რი­აა

მაქაცარიას ადვოკატის განცხადებით, მისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია, რის გამო დააკავეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი. როგორც ნანა ფილაური აცხადებს, მაქაცარია საგამოძიებო უწყებაში მოწმის სტატუსით გუშინ დაიბარეს, თუმცა იქ მისვლის შემდეგ უკან აღარ გამოუშვეს.


რაც შეეხება ტელეწამყვან გია ჯაჯანიძეს, მისი განცხადებით აღნიშნული ფაქტი მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ბოლო პერიოდში უამრავი ზარი შედიოდა მასთან, რომლის ავტორებიც ეუბნებოდნენ, რომ აღნიშნული თანხა ძალიან დიდი იყო და მის დაწევას სთხოვდნენ. გია ჯაჯანიძე “AMBEBI.GE”-თან საუბრობს:

გია ჯა­ჯა­ნი­ძე: “ეს ამ­ბა­ვი დიდი ხა­ნია ვი­ცო­დი, თა­ვი­დან შოკ­ში ჩავ­ვარ­დი, ადა­მი­ა­ნე­ბი მი­რე­კავ­დნენ და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, წაგ­ვიყ­ვა­ნეთ ამე­რი­კა­შიო. ხში­რად თან­ხის დაკ­ლე­ბა­ზეც კი და­უ­რე­კავთ, იმ­დე­ნად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო ეს თემა. და­ვი­წყე გა­მო­ძი­ე­ბა, ვინ იყ­ვნენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ რას მი­ვაკ­ვლევ­დი. დღეს რომ და­მი­რე­კეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა, მი­თხრეს, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

თა­ვი­დან მარ­თლა შოკ­ში ჩავ­ვარ­დი, რა ვიზა, ერთხელ ქალ­მა რომ და­მი­რე­კა, ვკი­თხე, რა გი­თხრეს, რამ­დენს ვი­ღებ-თქო და 20 ათას დო­ლარს და იქ­ნებ და­მიკ­ლოო. ბოლო დროს ამე­რი­კის ელჩთან ჩავ­წე­რე ინ­ტერ­ვიუ ხა­რა­გა­ულ­ში და რომ ნა­ხეს ტე­ლე­ვი­ზი­ით, უფრო და­ი­ჯე­რეს. ვუხ­სნი­დი ამ ხალ­ხს, ასე­თი რამე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ჩვენც რომ მივ­დი­ვართ, „იმე­დი“ ამოწ­მებს-თქო სა­ბუ­თებს. ბო­ლოს აღარც ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ვე­ლო­დე­ბო­დი, რომ ვინ­მეს და­ი­ჭერ­დნენ და გა­ირ­კვე­ო­და ეს ადა­მი­ა­ნი. აქვე ვიცი, რომ მარ­ტო ჩემ­ზე არა, ბევრ სხვა პო­პუ­ლა­რულ ადა­მი­ან­ზეც ამ­ბობ­დნენ, რომ ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ ვი­ზის გა­კე­თე­ბა­ში.

ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ დამ­კავ­ში­რე­ბია სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი­დან, სი­ა­მოვ­ნე­ბით დამ­კი­თხონ. კი არ უნდა ვამ­ბობ­დე, რომ ადა­მი­ა­ნის და­ჭე­რა გა­მი­ხარ­და, მაგ­რამ რაც მე სტრე­სი გა­და­ვი­ტა­ნე…

ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე: “მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს. თუმ­ცა აქვე გე­ტყვით, რომ პირ­ვე­ლად გა­ვი­გე ამ თე­მა­ზე, ჩე­მამ­დე არა­ვინ მო­სუ­ლა და არ­ვის და­უ­რე­კავს. მი­ხა­რია, რომ ჩემ სა­ხელ­სა და რე­პუ­ტა­ცი­ას ზი­ა­ნი არ მი­ად­გა და ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­აშ­კა­რავ­და. არ ვიც­ნობ მაგ და­კა­ვე­ბულ ადა­მი­ანს, მი­თხრეს, რომ გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი პრო­დი­უ­სე­რი­აო. სუ­რათ­ზე რომ მაჩ­ვე­ნეს, ვერ ვი­ცა­ნი”.

თეგები: გია ჯაჯანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved