23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის, საფრანგეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრებს ესაუბრა. თითოეულ მათგანთან შოიგუმ უკრაინაში არსებული “სიტუაცია” განიხილა.
რუსეთის თავდავცის სამინისტრო აცხადებს, რომ შოიგუმ გამოხატა “შეშფოთება უკრაინის მიერ ბინძური ბომბის გამოყენებით შესაძლო პროვოკაციების გამო”. რუსეთს რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია აღნიშნულის დასადასტურებლად.
შოიგუს მოლაპარაკებამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთის სახელისუფლებო მედია “რია ნოვოსტი” ამბობდა, რომ “კიევის რეჟიმი ამზადებს პროვოკაციას” “ბინძური ბომბით” უკრაინაში. რუსეთის სახელმწიფო სააგენტოს “სანდო წყრაორები” მოჰყავს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, მათი მტკიცებით უკრაინიდანაც.
პროპაგანდისტული მედია ამბობს, რომ “პროვოკაცია”, სავარაუდოდ, მზადდება იმისათვის, რომ დაადანაშაულონ რუსეთი მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაში.
კომენტარები