რუსეთში დაბადებული ებრაელი ბიზნესმენი და საზოგადო მოღვაწე ლეონიდ ნევზლინი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მოულოდნელად ინფარქტი დაემართა.
„შოიგუ კომაშია, გადარჩენის შემთხვევაში, შესაძლოა, დაინვალიდდეს. მას მოულოდნელად ინფარქტი დაემართა, იგი ახლა რეანიმაციაშია და აპარატზეა შეერთებული. ამბობენ, რომ ინფარქტი შესაძლოა, ხელოვნურად იყოს გამოწვეული.
რუსეთში თანხების გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს თავდაცვის სამინისტროს 20 მაღალჩინოსანი. 2014 წლიდან მოპარულია უკრაინის ბლიცკრიგის მოსამზადებლად გამოყოფილი 10 მილიარდი დოლარი.
ვლადიმერ პუტინის ყოფილი თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი შინაპატიმრობაშია. იგი ომის მოსამზადებლად გამოყოფილი თანხის მითვისებაშია ეჭვმიტანილი“, – აცხადებს ნევზლინი.














კომენტარები