შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიასთან კლდის ნაწილი ჩამოიშალა. აღნიშნულის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
სოციალური ქსელის მომხმარებლები, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ, წერენ, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ წუთებში ადგილზე ელოდებიან გეოლოგებს.
ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.
სამონასტრო კოპლექსის ტერიტორიაზე, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, შესვლა შეზღუდულია.
„შიომღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ უკანა მხარეს, 200 მეტრის სიმაღლეზე ჩამოიშალა კლდის მასა, რომელსაც გზა და მიმდებარე ტერიტორიის მისასვლელი არ გადაუკეტია. დაშავებული არავინაა, არც დაზარალებული. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავი სამსახურები და ადგილობრივი სამაშველო სამსახურები. ადგილობრივი თვითმმართველობის და სამხარეო თვითმმართველობის წარმომადგენლები კოორდინირებული მუშაობით ახორციელებენ შესაბამის ღონისძიებებს. უახლოეს პერიოდში ველოდებით გეოლოგებს, რომლებიც ადგილზე შეისწავლიან სიტუაციას და დავგეგმავთ შემდგომ გასატარებელ ღონისძიებებს“,- განაცხადა მხარის გუბერნატორის მოადგილემ გოჩა ქავთარაძემ.
მთის ჩამოშლილ ნაწილს მიმდებარე ტერიტორიაზე მისასვლელი გზა არ დაუზიანებია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამონასტრო კომპლექსის დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
კომენტარები