ფოტოკოლაჟი – ტვ პირველი
ტვ პირველის ინფორმაციით, სასტიკად არის ნაცემი, ქვემო ქართლის ექს ვიცე-გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის გარემოცვის წევრი, ისაკ, იგივე გიორგი უბილავა.
ერთ-ერთი ვერსიით, გიორგი სინჯიკაშვილის გარემოცვის ლიდერს ჩასაფრება დიდ დიღომში, გდდ-ს ყოფილი შეფის, ზვიად ხარაზიშვილის სპეცრაზმელებმა მოუწყვეს.
მედია აქვეყნებს ფოტოს, სადაც ჩანს, რომ სახეზეც კი უბილავას მრავლობითი დაზიანებები აქვს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 126-ე, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.
ცნობისთვის, გიორგი უბილავას გვარი ფიგურირებს 2024 წელს, პროევროპული აქციების მონაწილეების ცემაში გმირთა მოედანზე, ასევე ხარებას დაჯგუფების წევრის დაჭრში.
არსებული ინფორმაციით, უბილავამ შინჯიკაშვილთან ერთად გარკვეული პერიოდის წინ ქვეყანაც დატოვა, თუმცა. ორივე მათგანი საქართველოში დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ “ხარება” ერთი წელია შურისძიებას აანონსებს, რადგან სწორედ სინჯიკაშვილის დაჯგუფებამ 2025 წლის გაზაფხულზე სასტიკად სცემა ორი სპეცრაზმელი.
















კომენტარები