• რეკლამა
  • კონტაქტი
07:10, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შინაური ცხოველის ბინადრობის ბუნებრივი არეალი არ არის ქუჩა. შინაური ცხოველი უნდა იყოს ადამიანთან ერთად – შალვა პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:25 02-15-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
625

მთავარი გამოწვევა, რაც საქართველოს აქვს, არის მიუსაფარი ძაღლები. საერთო ჯამში, ეს არ არის კანონი შინაურ ცხოველებზე. ეს არის კანონი ადამიანებზე, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩინა, რომ კანონპროექტი შინაური ცხოველების შესახებ ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი იქნება იმისა თუ ვინ არის ნამდვილი ევროპელი ამ ქვეყანაში.

„ეს არის ადამიანების, უპასუხისმგებლო მფლობელების მიერ შექმნილი პრობლემა, რომლებიც რამდენიმე თვე ისიამოვნებენ იმით, რომ შინაური ცხოველი ჰყავთ სახლში, შემდეგ ჰბეზრდებათ მისი მოვლა და ქუჩაში აგდებენ. ამრავლებენ ძაღლებს, ლეკვებს ვერ მიუჩენენ პატრონებს და მათაც ქუჩაში აგდებენ. საბოლოო ჯამში, ეს საფრთხეს უქმნის თავად ცხოველებს და, რაც მთავარია, ადამიანებს და ჩვენს შვილებს. შინაური ცხოველის ბინადრობის ბუნებრივი არეალი არ არის ქუჩა. შინაური ცხოველი ამით განსხვავდება. ველური ბუნება მისთვის არ არის შესაბამისი. შინაური ცხოველი უნდა იყოს ადამიანთან ერთად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს, მაია ბითაძეს ამ კანონპროექტზე მუშაობისთვის და ყველა დეპუტატს პროექტის განხილვაში კონსტრუქციული ჩართვისკენ მოუწოდა.

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის საჯარო პრეზენტაცია პარლამენტში დღეს გაიმართება. სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახსნის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved