შიმშილობის მე-9 დღე – პარლამენტთან უწყვეტი პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები არ გამორიცხავენ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს, თუმცა ამბობენ, რომ პროტესტის ეს ფორმა ადეკვატურია იმის, რის წინააღმდეგაც იბრძვიან.
მოშიმშილეების მოთხოვნა იგივე რჩება: ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
ვიცი, რომ პროტესტის ფორმა არის რადიკალური, თუმცა ეს არის ადეკვატური იმ მეთოდების, რა მეთოდებსაც ხელისუფლება უპირისპირდება თავის პოლიტიკურ ოპონენტებს. მართლა რასაც რეალურად შეუძლია, ქვეყანაში სიტუაცია შეცვალოს, ეს არის მეგობარი აქტი და სანქციები, ეს არის ორი მძლავრი მხარდაჭერა, რაც შეიძლება, ჩვენ აღმოგვიჩინოს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, – ამბობს გედევან ფოფხაძე.
პროტესტის მონაწილეები დანებებას და ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ. ისინი თანამოქალაქეებს მოუწოდებენ, როგორც შეუძლიათ, ისე იბრძოლონ “ოცნების” უსამართლობის წინააღმდეგ.














კომენტარები