შიმშილობის 23-ე დღეს პარალამენტთან – მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზარდა. პროტესტის უკიდურეს ფორმას სამოქალაქო აქტივისტმა, ისაკო დევიძემაც მიმართა. აქტივისტი, რომელიც გზის გადაკეტვის ბრლდებით უამრავჯერ დააკავეს, მოშიმშილეებს დღეს შეუერთდა.
ასევე დღეს პარლამენტის წინ კიდევ ერთი კარავი გაიშალა. აღნიშნული კარავით სამოქალაქო აქტივისტები სოლიდარობას გამოუცხადებენ მოშიმშილეებს და მათთან ერთად იქნებიან 24 საათის განმავლობაში.
მოშიმშილეები თავს მხნედ გრძნობენ და ამბობენ, რომ პროტეტის შეწყვეტას არ აპირებენ იქამდე, ვიდრე არ გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები და არ ჩატარდება ახალი არჩევნები.
სოლიდარობის ნიშნად გამოვაცხადე შიმშილობა. ჩვენი შიმშილობის და პროტესტის ამ ფორმის მიზანი არის რომ გათავსიუფლდნენ პოლიტპატიმრები და ჩაინიშნოს ახალი არჩევნები”, – ამბობს ისაკო დევიძე.














კომენტარები