“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ განსაკუთრებული მიდგომა არ იქნება და მას სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
შიმშილობაზე პასუხისმგებელია მოშიმშილე, როდესაც ადამიანი შიმშილობს, მან უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა, ციხე არ არის კურორტი უნდა შიმშილობა, არ უნდა ჭამა? მისი გადასაწყვეტია. სახელმწიფოს აქვს ერთი პასუხისმგებლობა იმოქმედოს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად, არავის პრივილეგია რა არის გადაყვანა სამოქალაქო ციხეში. რა სტანდარტითაც მოქმედებს, იმოქმედებს ყოველთვის იგივე სტანდარტებით სხვა მოშიმშილეების მიმართ, იგივე სტანდარტებით იმოქმედებს სახელმწიფო პატიმარ უმძიმეს დამნაშავე სააკაშვილის მიმართ”, – თქვა კობახიძემ.
კომენტარები