ლიტერატურათმცოდნე ლაშა ბაქრაძე სოციალურ ქსელში წერს:
“ხორბლის ფასი წარმოუდგენლად იზრდება.
ჩვენ, რუსულ მარცვლეულზე ჩამოკიდებულ ქვეყანაში, ფიქრობს ვინმე პასუხისმგებელი პირი, რა გვეშველება?
ხვნა-თესვის პერიოდია – იქნებ მხოლოდ იმპორტზე არ ვიფიქროთ?
მით უმეტეს, რომ ბევრი ქვეყანა აპირებს მარცვლეულით ვაჭრობის შეზღუდვას.
უნგრეთმა უკვე აკრძალა მარცვლეულის ექსპორტი.
სიმინდიც სასტიკად ძვირდება.
სხვათა შორის, სასუქზე ფასებიც რეკორდულია.
შიმშილობა კარს მოგვდგომია – სოფლის მეურნეობას თუ სერიოზულად არ მივხედავთ, და ასე მალე სოფლის მეურნეობის რეფორმირება ვერ მოხდება.
ტურიზმის იმედად ყოფნა აღარ გამოვა“, – წერს ბაქრაძე.
კომენტარები