• რეკლამა
  • კონტაქტი
22:59, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შილდის ტყეში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა – რა ხდება შემთხვევის ადგილას

ალია ავტორი - ალია
12:45 09-04-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
143

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას ტყეში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. დაკვამლიანების შედეგად შექმნილი რთული ვითარების გამო, ცეცხლის ქრობის პროცესში ავიაცია მოგვიანებით ჩაერთო.

გარდა ამისა, “მთავარი არხისთვის” ცნობილი ხდება, რომ სტიქიის ადგილზე ახალი კერები ჩნდება.

ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა, მათი რაოდენობა 800-მდე გაიზარდა. ასევე იმყოფებიან თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის რეზერვის თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები და ადგილობრივი მოხალისეები.

შინაგა საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ადგილზე გარკვეული გზის მონაკვეთი გაჭრილია და მიყვანილია შესაბამისი ტექნიკა, პარალელურად კი გზის გაყვანის სამუშაოები ისევ მიმდინარეობს.

“ხანძრის კერებამდე მოხერხდა წყლის მიყვანა, ასევე მძიმე ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს გზების გაჭრა. ხანძრის ქრობით სამუშაოებში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულია ეროვნული გვარდია, ასევე სასაზღვრო პოლიციის ავიაცია და ყველა შესაბამისი სამსახური”, – თქვა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა.ხანძარი შილდის ტყეში ორი დღის წინ გაჩნდა. ცეცხლი ტყის ქვედა საფარზე ფოთლებს გაუჩნდა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით ისევ უცნობია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved