შიდა ქართლში ოპოზიციური პარტიის ოფისები წითელი საღებავებით შეღებეს და რუსულ-ქართული უწმაწური წარწერებით ააჭრელეს. შემთხვევა გამთენიისას გორსა და კასპში მოხდა.
გორში ენმ-ს ოფისზე ბოლო ორი კვირის განმავლობაშ ეს რიგით მეორე თავდასხმაა. წინა შემთხვევაშიც ოფისზე მსგავსი შინაარსის წარწერები გაკეთდა.
ოპოზიციის წარმომადგენლები მომხდარს პრორუსულ-რადიკალურ დაჯგუფებას “ალტ ინფოს” უკავშირებენ. მათი თქმით, დაჯგუფება “ქართული ოცნების” დავალებით მოქმედებს.
მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჯერ არ დაწყებულა.














კომენტარები