პარტია “დროას” დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და საზოგადოებას დღეს, 19:00 სააათზე, თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს, რათა სამგლოვიარო ნაჭერი შეაბან ნაძვის ხეს.
ხოშტარიამ ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან ბრძოლაში გუშინ, 3 დეკემბერს, 5 ქართველი დაიღუპა.
“კვირას, 19:00 საათზე, შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე და შავი სამგლოვიარო ნაჭერი შევაბათ ნაძვისხეს.
ჩვენ წავალთ და ასე გამოვხატავთ გლოვას და პროტესტს ყალბ მშვიდობაზე.
ჩვენი რეალური მშვიდობისთვის დაიღუპა 33 ქართველი ჯარისკაცი.
მადლობა იდეისთვის გულიკო ზუმბაძე.
დიდება გმირებს” – წერს ელენე ხოშტარია.
კომენტარები