რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერთა ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში დარჩა. აქცია ციხესთან გუშინ დღის ბოლოს გაიმართა. შეკრებილებმა თქვეს, რომ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით, პროტესტი პერმანენტულად ჩატარდება.
რუსთავის ციხესთან გამართული აქციის პარალელურად, ოპოზიციის აქცია გაიმართა ბათუმშიც, სადაც მოქალაქეებს სიტყვით მიმართა “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.
„ლელოს“ ფრაქციამ გამოაცხადა ბოიკოტი პარლამენტში იმიტომ, რომ საშიშროების წინაშე დგას ადამიანის სიცოცხლე. არ აქვს მნიშვნელობა, რა დამოკიდებულება მქონდა მასთან ან მას ჩემ მიმართ, არ აქვს ამას დღეს მნიშვნელობა.
ის იყო საქართველოს პრეზიდენტი, არის პრეზიდენტი და მას ეკუთვნის ისეთი სამედიცინო მომსახურება, რომ ჩვენ ფატალურ შეცდომამდე არ მიგვიყვანოს.მე შევარცხვინე ის ქართველი კაცი, რომელიც მივა ციხის კართან და პატიმარს დედას შეაგინებს. ეს არ არის საქართველო, ეს არ არის ქართველობა.
მე გუშინწინ გამოვაცხადე, რომ ვტოვებ პარლამენტს. გამოვედი იმიტომ, რომ ვიდგე თქვენ გვერდში, რომ ვიყო ერთ-ერთი თქვენგანი და ვიგრძნო ის მუხტი, რომელიც თითოეულ თქვენგანს აწუხებს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
კომენტარები