• რეკლამა
  • კონტაქტი
12:26, სამშაბათი, 17 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„შევარდნაძის დროს ჩვენი ელჩები აქ ვერ რეკავდნენ, მაგის ფული არ იყო, ბინის ქირას ვერ იხდიდნენ, მეპატრონეს ემალებოდნენ, მაგრამ მაშინ უფრო გამართულად და ეფექტურად მუშაობდა დიპლომატია“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
19:28 01-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,683

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

– ცოტა ხნის ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა  მეთაურმა, გენერალმა  ბენ ჰოჯესმა, თბილისში გამართულ კონფერენციაში მიიღო  მონაწილეობა, სადაც განაცხადა: „არ ესმის, რატომ გადაეჯაჭვა საქართველოს ხელისუფლება გვამს ანუ კრემლს? მე ვერ ვხედავ ვერანაირ პოზიტიურ შედეგს საქართველოსთვის,  რომ არ იყოს უკრაინის მხარეს. სულ მცირე, საჯაროდ ითქვას, უკრაინა კარგი მხარეა, რუსეთი კი აგრესორი“.  შეიძლება ითქვას, რომ ეს თეთრი სახლის პოზიციაა, რომელიც ამერიკელმა გენერალმა გაახმოვნა?

– ვფიქრობ, რომ სწორს ამბობ. ბენ ჰოჯესი უკრაინასთან მიმართებაში ამერიკის ხელისუფლების პოზიციას სრულად იზიარებს.  დასავლეთში, ამერიკაში ექსპერტები ქმნიან საზოგადოებრივ აზრს და არა პოლიტიკოსები.  გარდა მაგისა, არ შემიმჩნევია ჰოჯესის კრიტიკა ამერიკის ხელისუფლებისა სხვა საკითხებში. მოკლედ, ეს გენერალი თეთრი სახლის მიერ გატარებული პოლიტიკის სრული მომხრეა და მისი ეს შეტყობინება თუ პოზიცია, კი, ბატონო,  თეთრი სახლის პოზიციაა. ჰოჯესმა თბილისში ყოფნის დროს, ასევე განაცხდა, რუსეთმა თუ უკრაინაში გაიმარჯვა, საქართველო სამუდამოდ უნდა დაემშვიდობოს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთსო. ესეც საყურადღებო გზავნილია და ჩვენი ხელისუფლება ამაზე უნდა დაფიქრდეს. თუმცა, ჰოჯესმა რაც საქართველოზე, ჩვენი და უკრაინის, ჩვენი და რუსეთის ურთიერთობაზე თქვა, ამის საპასუხოდ „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატები გამოვიდნენ ტელევიზიებში, ბრიფინგები გამართეს და ჰოჯესი დაადანაშაულეს, საქართველოს ომში ჩათრევა უნდაო. ამერიკაში ხომ არ იყო ეს კაცი, თბილისში იყო. ადექი, მიდი იმ კონფერენციაზე და თუ პრეტენზიები გაქვს, უთხარი პირში. მით უმეტეს, წინასწარ იცი მისი პოზიცია და იცი, რას იტყვის. არა, ვერ მივიდნენ, რადგან იცოდნენ, ჰოჯესი  მათ ყურით მოთრეულ ბრალდებებს ფაქტებითა და არგუმენტებით გაუბათილებდა.  „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ექსპერტი-გენერლები და პოლიტიკოსები თუ არ წავიდნენ, ისინი გაეგზვნათ, ეპაექრათ ჰოჯესთან და ეთქვათ, რომ ამერიკა ომში ითრევს საქართველოს. ამ ექსპერტებმაც ხომ ეს იძახეს პასუხად, როდესაც ჰოჯესის განცხადებები გავრცელდა. არ შეიძლება გამუდნებით ზურგსუკნიდან ლანძღო და აკრიტიკო დასავლეთი. უკვე არასერიოზულია. წამლად ერთი პოლიტიკოსი არ ჰყავს ხელისუფლებას, რომ დაუსვას ევროპელ ან ამერიკელ პოლიტიკოსს, ექსპერტს და პირდაპირ ეთერში ვიხილოთ მათი დისკუსია, ვნახოთ, როგორ დაუმტკიცევენ, რომ დასავლეთი ომში „გვექაჩება“. რაც შეეხება ბენ ჰოჯესის გზავნილებს, აქედან აშკარად ჩანს, რომ ამერიკა კიდევ გვიტოვებს შანსს, გონს მოვეგოთ, დავიკავოთ ის  პოზიცია, რომელიც მომავალში საქართველოს დასავლეთის ცივილიზებულ სამყაროსთან ინტეგრაციას უზრუნველყოფს. კი, უნდა დავდგეთ უკრაინის მხარეს. ნუ დავუწესებთ რუსეთს სანქციებს, ნუ დავეხმარებით სამხედრო საჭიროებებით უკრაინას, მაგრამ ის მაინც ყველგან და ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ რუსეთი უკრაინაში აგრესორია,  უკრაინა სამართლიან ომს ეწევა და თავს იცავს. არ მოვიქცევით ასე და რუსეთის დამარცხების შემთხვევაში, აღმოვჩნდებით სანაგვეზე. ვიქნებით უპერსპექტივო ქვეყანა. აგერ, სომხები აღარ უწვებიან რუსებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, 2023 წელს, „ოდკბ“-ს ქვეყნების შიარაღებული ძალების წვრთნები სომხეთში გაიმართებაო. გამოვიდა სომხეთის პრეზიდენტი, ნიკოლ პაშინიანი და საპასუხოდ განაცხადა, 2023 წელს არანაირი „ოდკბ“-ს წვრთნები არ გაიმართება სომხეთშიო. ამით რუსეთის თავდაცვის მინისტრს უთხრა, რას მიედმოედები, ჩემთან შეუთანხმებლად სომხეთში რა წვრთნებს აანონსებო.  ამ დროს სომხეთი რუსეთის პარტნიორია, გიუმრიში  უშველებელი სამხედრო ბაზა  აქვს და მაინც  ექიშპება რუსეთს. ამ დროს,  ჩვენი ტერიტორიების 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება და ის ვერ უთქვამს ჩენს ხელისუფლებას, რომ  უკრაინაში რუსეთი აგრესორია და ოკუპანტია. ამაზე მეტი სირცხვილი რაღა გინდა?!

„ქართული ოცნება“ მუდამ იმას იძახის,რომ ოპოზიციას ლობისტები ჰყავს ევროპის ქვეყნებში, ევროპარლამენტტში, ამერიკაში და მათი დამსახურებაა, რომ უცხოელი პოლიტიკოსები და ექსპერტები ხელისუფლების საწინააღდეგო განცხდებებს აკეთებენ. მოდი, დავუშვათ, რომ ეს ასეა. იმ ლობისტების დაქირავება ხელისუფლებას არ შეუძლია? ფულის მეტი რა აქვთ? თუმცა, ეს არც სჭირდებათ, რადგან ამერიკაში  და ევროპის ყველა ქვეყნანაში საელჩოები აქვთ. რას მიკეთებენ ჩვენი ელჩები? თუ ხელისუფლების მხარეს არის სიმართლე, ადგნენ, დაგეგმონ შეხვედრები კონკრეტული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, მათ მოადგილეებთან და ჩააყნონ საქმის კურსში, უთხრან თავიანთი სიმართლე. ევროკავშირშიც გვყავს დოპლომატიური წარმომდგენელი, ევროპარლამენტშიც. შეხვდნენ ევროპარლამენტარებს და ევროკავშირის ხელმძღანელებს და უთხრან, რაც სათქმელი აქვთ. იმავე სააკაშვილის საქმეზე აცხადებენ, ისე არ არის საქმე, როგორც უცხოელებს ჰგონიათო. შენ როგორც გგონია, იმათ უთხარი? შეხვდი და სცადე არგუმენტებით და ფაქტებით მათი გადარწმუნება და შენს პოზიციაზე გადმოყვანა? არა! არც უცდიათ. არადა, უზარმაზარი რესურსი აქვთ და ვერ იყენებენ. ბოლოს და ბოლოს, სელჩოში გამართე ღონისძიება, მოიწვიე ის პოლიტიკოსები, ვისი პოზიციაც არ მოგწონს და ყველას ერთად დაელაპარაკე, შენი სიმრთლე,  თუ მართლა გქვს, უთხარი. არც ამას აკეთებენ. ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საკითხი რომ გააქტიურდება  ევროსტრუქტურებში, მარტო მაშინ აფორიაქდებიან-ხოლმე ჩვენი დიპლომატები,  მაშინ იმართება რაღაც  შეხვედრები. ისიც, თბილისიდან უნდა დაუკვეთონ, ვის  უნდა შეხვდნენ და რა უნდა ელაპარაკონ.  სხვა არაფერი ადარდებთ.  მე მახსოვს, შევარდნაძის  პრეზიდენტობის პერიოდში, როდესაც ირაკლი მენღარიშვილი იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, იმდენად ძვირი ღირდა დარეკვა უცხოეთიდან საქართველოში, თუ გადაუდებელი საქმე არ იყო, ელჩები არ რეკავდნენ. ფაქსი კი იყო, მაგრამ ყველფერს ფაქსით ვერ გადმოაგზავნიდნენ, უამრავი საიდუმლო ინფორმაცია იყო გადმოსაცემი.  მეტსაც გეტყვი. ევროპის ერთ-ერთ ქვეყნაში, ჩვენი საელჩო მდებარეობდა კერძო სახლის მეორე სართულზე. სახლის მეპატრონე იქაური ქალი იყო. საელჩო ქირას ვერ იხდიდა სტაბილურად, ხშირად 2-3 თვის ქირა უგროვდებოდა გადასახდელი. ასეთ დროს, ჩვენი ელჩი იცდიდა,  ვიდრე სახლის მეპატრონე ქალბატონო მანქანით არ გავიდოდა სახლიდან, მანამდე გარეთ ვერ გადიოდა. ეუხერხულებოდა, რომ მევალეს  არ შეხვედროდა.  ის ქალი სახლს რომ სტოვებდა, ელჩი მერე გადიოდა საელჩოდან თავისი დიპლომატიური საქმეების მოსაგვარებლად. მგონი,  მაშინ უფრო გამართულად და ეფექტურად მუშაობდნენ ჩვენი დილპომატები, ვიდრე დღეს მუშობენ. არადა, დღეს ფული  მინც არ უჭირთ, ჩვენს საელჩოებს ძალიან კარგი დაფინანსება აქვთ, სრულად არიან დაკომპლექტებულნი და ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ ამ ხელისუფლებისთვისაც და ქვეყნის საკეთილდღეოდაც. ბევრს ეწყინება, მაგრამ რა ვქნა, ასეა და  სიმართლე უნდა ვთქვა.

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება

15:25 06-16-2025
ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!

15:18 06-16-2025
17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება
ახალი ამბები

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება

13:41 06-16-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

13:07 06-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved