ის რაც არის ნგრევისკენ მიმართული, უნდა გაჩერდეს, – ამის შესახებ პარტია „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სიმონ ჯანაშიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, შეუძლებელია, ეს გადაწყვეტილება უკან არ წაიღონ.
ის რაც არის ნგრევისკენ მიმართული, უნდა გაჩერდეს, ამას გააჩერებს ერთი უნივერსიტეტი, სხვადასხვა უნივერსიტეტის სოლიდარობა, ან საზოგადეობის სოლიდარობა. მე მგონია, რომ შეუძელებელია, ეს გადაწყვეტილება უკან არ წაიღონ. თუ არავინ არ არის თანახმა, ამ არავინში ის ხალხი იგულისხმება, ვინც უნდა შეასრულოს ის გეგმები, რომლებიც დაისახეს სადღაც, ერთ კაბინეტში, მაშინ შეუძლებელია ამ გეგმების განხორციელება, – განაცხადა ჯანაშიამ.














კომენტარები