• რეკლამა
  • კონტაქტი
07:14, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შეწყვიტეთ თავდასხმები ჟურნალისტებზე” – პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში ჟურნალისტების დაცვას ითხოვენ

ალია ავტორი - ალია
16:14 11-01-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
240

პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში ჟურნალისტების დაცვას ითხოვენ.

განცხადების ხელმომწერი 6 საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლებიც მედიის თავისუფლების, ასევე, ორგანიზაციების გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით მუშაობენ, ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ იმ ჟურნალისტების დაშინების, მუქარის, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმების გამო, რომლებიც საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს აშუქებდნენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ MFRR-მ [მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირება] აღრიცხა არჩევნებთან დაკავშირებული, სულ მცირე, 30 მედიის მიმართ თავისუფლების უფლების დარღვევა, რაც 34 ჟურნალისტს შეეხო.

ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ ჟურნალისტები და ოპერატორები გახდნენ ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლები, მათ დაუმტვრიეს კამერები. ასევე, აღნიშნავდნენ, რომ მედიის წარმომადგენლებს ეძახდნენ „უსამშობლოებს“, „აგენტებს”, „ქვეყნის მტრებს”.

განცხადებაში წერია, რომ თავდამსხმელთა უდიდესი ნაწილი ქართული ოცნების” წარმომადგენლები იყვნენ.

ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში გასაშუქებლად არ შემოუშვეს 2 უცხოელი ჟურნალისტი: რეი ბასელეი, რომელიც აეროპორტში 34 საათის განმავლობაში იყო დაკავებული, 20 საათის განმავლობაში არ აძლევდნენ ადვოკატთან დაკავშირების საშუალებას და მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ.

ასევე, ორგანიზაციების თანახმად, საქართველოში არ შემოუშვეს შვეიცარიელი ჟურნალისტი სტეფან გოსი, რომელიც 11 საათის განმავლობაში იყო დაკავებული აეროპორტში.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს თავდასხმები და შეზღუდვები უნდა განიხილებოდეს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისთვის სიტუაციის საერთო გაუარესების კონტექსტში, როგორც ეს დოკუმენტირებულია ბოლო მისიით. მისიამ დაადგინა, რომ ჟურნალისტები მოქმედებენ უკიდურესად მტრულ წინასაარჩევნო გარემოში და ხშირად ექვემდებარებიან ცილისწამების კამპანიებს, ონლაინ თავდასხმებს და შეურაცხყოფას საჯარო მოხელეების, უცნობი პირების და მედიის სხვა თანამშრომლებისგანაც კი. მისიამ ასევე დაადგინა, რომ ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შემთხვევების უმეტესობა არ არის ეფექტურად გამოძიებული და დასჯილი. შედეგად, მისიამ დაადგინა, რომ ჟურნალისტიკა საქართველოში სახიფათო პროფესიად იქცა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციები ასევე მიუთითებენ, რომ MFRR-მა და მისმა პარტნიორებმა არაერთხელ გაავრცელეს გამაფრთხილებელი განცხადება საქართველოში მედიისთვის მზარდ არასასურველ გარემოზე, „უცხო ქვეყნის გამჭვირვალობის კანონისა” და „ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის” მიღების ჩათვლით. ასევე, ჟურნალისტების პარლამენტის შენობაში შეშვებაზე უარის თქმა, ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევების მზარდი რიცხვი და თავდასხმა იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებენ.

განცხადებაში აღნიშნულია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობა.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავდასხმები ჟურნალისტებზე და საფუძვლიანად გამოიძიოს ძალადობის ყველა შემთხვევა. მათ დაუყოვნებლივ უნდა დაასრულონ შემაშფოთებელი პრაქტიკა, რომლითაც უცხოელ ჟურნალისტებს ქვეყანაში არ უშვებენ და უზრუნველყონ, რომ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მოქმედი ყველა კანონმდებლობა სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებს. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მოახდინოს ეფექტური ზეწოლა საქართველოზე პრესის თავისუფლების დაცვისა და ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის“.

განცხადებას ხელს აწერენ:

International Press Institute (IPI)
European Centre for Press and Media Freedom (ECPMF)
ARTICLE 19 Europe
The European Federation of Journalists (EFJ)
OBC Transeuropa (OBCT)
Free Press Unlimited (FPU)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved