• რეკლამა
  • კონტაქტი
08:39, შაბათი, 7 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შეწყვიტეთ საზოგადოებაში დაპირისპირების ხელოვნურად გამწვავება, კანონპროექტის განხილვა” – VIII და IX მოწვევის დეპუტატები “ოცნებას”

ალია ავტორი - ალია
15:24 05-11-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
112

რუსულ კანონთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის VIII და IX მოწვევის დეპუტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ მისი მიზანი არა “გამჭვირვალობა,” არამედ სისტემისთვის მიუღებელი ადამიანების “მტრად” შერაცხვა, მათი დევნა და დაშინებაა, როგორც ეს ბოლო დღეების მოვლენებმაც გვაჩვენა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ მმართველ პოლიტიკურ პარტიას, არამედ თითოეულ პარლამენტის წევრს ინდივიდუალურად.

ყოფილი დეპუტატები “ოცნებასა” და უმრავლესობის წევრებს მოუწოდებენ, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საზოგადოებაში დაპირისპირების ხელოვნურად გამწვავება და შეწყვიტონ კანონის განხილვა.

“საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტმა უდიდესი საფრთხე შეუქმნა როგორც, საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს, ასევე დემოკრატიას, მოსახლეობის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას.

მიუხედავად იმისა, რომ, გასული წლის მოვლენებმა ცხადად დაგვანახა ქართული საზოგადოებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მკაფიო უარყოფითი დამოკიდებულება “რუსული კანონის” მიმართ, მმართველმა პარტიამ დაარღვია საჯარო პოლიტიკური დაპირება და ხელახლა განიზრახა მისი მიღება, რითაც ხელოვნურად შექმნა განხეთქილება, ერთის მხრივ, ქართულ საზოგადოებაში, მეორეს მხრივ კი, საქართველოს ხელისუფლებასა და ჩვენი ქვეყნის მეგობრებს შორის. ეს მხოლოდ საქართველოს მტრების ინტერესს წარმოადგენს.

ამ კანონპროექტის თვით განხილვაც კი, ემსახურება არა გამჭვირვალობის ინტერესს, არამედ იმ ქვეყნების მტრად წარმოჩენას, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მხარს გვიჭერდნენ დემოკრატიულ და განვითარებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში, დღესაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების გარანტორები არიან და რომელთა დახმარებით საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამ ინიციატივის მიზანია არა გამჭვირვალობა, არამედ სისტემისთვის მიუღებელი ადამიანების “მტრად” შერაცხვა, მათი დევნა და დაშინება, როგორც ეს ბოლო დღეების მოვლენებმაც გვაჩვენა. საგანგაშოა ბოლო პერიოდში მომრავლებული ძალადობისა და მუქარის ფაქტები, რომლებსაც აშკარად ორგანიზებული სახე აქვს და რომლებმაც უკვე მიიღო ფიზიკური ანგარიშსწორების ფორმა. ვითარებას ამძიმებს ის ფაქტი, რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები რეაგირების გარეშე ტოვებენ ასეთ ძალადობრივ შემთხვევებს.

დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, ჩვენი განვითარების ვექტორი არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ მმართველი პოლიტიკური ძალების მხრიდან. ყოველთვის, ყველა ხელისუფლების პირობებში, საქართველო ისწრაფვოდა გამხდარიყო დასავლური ცივილიზაციის სრულყოფილი ნაწილი. მმართველი პარტიის ქმედებებს ჩიხში შეყავს ჩვენი ქვეყნის – საქართველოს შემდგარ, განვითარებულ, წელში გამართულ, ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შანსი, ვინაიდან, ამ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო არათუ ვერ წაიწევს წინ დასავლური ინტეგრაციის გზაზე, არამედ საფრთხეს შეუქმნის ყველა იმ ხელშესახებ შედეგს, რომელიც აქამდე მივიღეთ.

შარშანდელის მსგავსად, ამჯერადაც მივმართავთ “ქართულ ოცნებას” და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებს: გაიაზრეთ საკუთარი პასუხისმგებლობა იმ უმძიმეს პროცესებზე, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა; დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ საზოგადოებაში დაპირისპირების ხელოვნურად გამწვავება; დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა.

პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე ეკისრება არა მხოლოდ მმართველ პოლიტიკურ პარტიას, არამედ თითოეულ პარლამენტის წევრს ინდივიდუალურად!

საქართველოს გზა არის ევროპისკენ და ამ გზას ალტერნატივა არ აქვს!,” – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved