“საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახი”- ასე აფასებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მინსკში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრას და twiter-ზე წერს:
“ლუკაშენკოს შეხვედრა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან არის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახი. ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს საქართველოს ეროვნული ინტერესებით, შეწყვიტოს საქართველოს ნამდვილი მეგობრების მტრებად შერაცხვა და დაუყოვნებლივ მოახდინოს დასავლეთის მხარდაჭერის მობილიზება”
კომენტარები