• რეკლამა
  • კონტაქტი
11:36, შაბათი, 4 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შეცდომის დაშვება შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს… – რას წერს ზვიად ტომარაძე ქუთაისი აქციაზე

ალია ავტორი - ალია
13:46 03-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
86

საზოგადოება „ერი და სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში წერს:

„დღეს ქუთაისში ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბება, რაც ძალიან მახარებს, მაგრამ ახლავე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენ ვეჯახებით სისტემას, რომელიც ფლობს განუზომელ ძალაუფლებას, როგორ ფინანსურს, ასევე სხვადასხვა ძალოვანი სამსახურების სახით და შეცდომის დაშვება შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს. ეს სტატუსი არ დავწერე გუშინ და ვწერ ახლა, რადგან ჩასაფრებული ადამიანებისთვის, რომელთა ნაკლებობასაც არ ვუჩივი, არ მიმეცა საბაბი ეთქვათ, რომ ქუთაისში დაგეგმილ აქციას თუნდაც სულ მცირე ფორმით ვაკნინებ ან ხელს ვუშლი, პირიქით სწორედ ქართველი ხალხის ეს შემართება და გამოღვიძება არ მინდა გადაიქცეს მორიგ იმედგაცრუებად, რაზეც ოცნებობენ მტრები და ამ მიმართულებით “სამუშაოებიც” დაწყებულია! ჩემს აზრს შემოგთავაზებთ:

1. გუშინ აქციის ორგანიზატორებისგან მოვისმინეთ, რომ დღეს ქუთაისში, მოედანზე ღამის გათენებას აპირებენ, სხვადასხვა რაიონებიდან ჩასული ხალხი უფრო რადიკალური ნაბიჯების მომხრე იქნება და ქუთაისში ღამის გათევის პერსპექტივა, შესაძლოა მათი უკმაყოფილების საფუძველი გახდეს (სპეცსამსახურებიც ეცდებიან ამას), ახლაც მწარედ მახსოვს თუ როგორი გაწბილებული ვბრუნდებოდი სახლში 2008 წელს იპოდრომიდან, 2009 წელს სტადიონიდან (სამებაში ასვლა) და სხვა…

2. ქუთაისიც და ქუთაისში მცხოვრები ხალხიც ძალიან მიყვარს, მაგრამ დღეს ფრონტის მთავარი ხაზი გადის თბილისში, რადგან აქ არის განთავსებული როგორც ეკონომიკის და გარემოს დაცვის სამინისტროები, ასევე პარლამენტი და კანცელარია, ამიტომ თუ პროცესები თბილისში არ გადმოინაცვლებს, მიზნის მიღწევა ძალიან რთული იქნება!

3. უნდა მოხდეს პასუხისმგებლობის გადანაწილება, არ შეიძლება ერთ კაცს (თუნდაც ყველანაირი დადებითი თვისებებით შემკულს) ავკიდოთ ამხელა ტვირთი, “სისტემასაც” სწორედ ეგ უნდა, რომ ერთ კაცზე იყოს ჩამოკიდებული პროტესტი, რადგან ერთ კაცს უფრო მარტივად “მოუხერხებენ” რაიმეს თავისი დროში გამოცდილი და დამუშავებული მეთოდებით. ჯობია მე ვცდებოდე, ვიდრე ის შეცდომები გავიმეოროთ, რა შეცდომების გამოც აგერ უკვე 30 წელი ანტიეროვნული ხელისუფლებების პირობებში ვიმყოფებით…“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved