„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა:
მე არ მაქვს ჩვენს ხალხზე ისეთი წარმოდგენა, რომ ბრძოლისუნარიანები არ ვართ. ამდენი დისიდენტი ზის ციხეში პაატა ბურჭულაძით დაწყებული და ირაკლი ნადირაძით გაგრძელებული, მანამდე დაკავებული კიკნაძე იქნება, ცეცხლაძე თუ სხვები. მერე ამბობენ ლიდერები არ გვყავსო, ეს დისიდენტები არიან დასაფასებელი, კიდევ ვიღაცეები გადაკრულად რომ საუბრობენ და ჭკუის კოლოფები არიან, შეცდომა დაუშვესო. “დავიწყებთ და დავამთავრებთ“ მე არ ვიტყვიო. კაი კაცო! უფრო ჭკვიანური თქვით და დაამთავრეთ!
ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ხარება ქტიტორად არის მოხსენებული და პაატა ბურჭულაძე მოძალადედ! ასეთი ნონსენსი გაგიგიათ? მსოფლიოში თითით საჩვენებელი კაცი მოძალადედაა გამოცხადებული და ეკლესიის ამშენებელია ხარებაო, ხალხის მწამებელი, დამსახიჩრებელი, მკვლელი აბსოლუტური!
















კომენტარები