„ფორმულას” ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალს მანქანით მიზანმიმართულად დაეჯახნენ.
ერთ-ერთი აქტივისტი ამბობს, რომ ქალს მრავალი მოტეხილობით ადგილზე დატოვეს.
„მისივე თქმით მანქანაში მსხდომები მას „ეღადავებოდნენ” და შეშინების მიზნით მანქანა რამდენიმეჯერ გაუქანეს თან იცინოდნენ, რა დროსაც ნაწვიმარ ასფალტზე საჭე ვეღარ დაიმორჩილეს და გადაუარეს. საბედნიეროდ კამერებმა დააფიქსირეს და იურისტიც ჩართულია ველოდებით გამოძიებას”, – აღნიშნავს ის.
კომენტარები