• რეკლამა
  • კონტაქტი
08:18, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შეშინება მინდოდა, მისი მოკვლა რომ მდომებოდა, გული და თავი სად არის ექიმმა კაცმა ვიცი” – ექიმის განზრახ მკველობის მცდელობაში ბრალდებული

ალია ავტორი - ალია
12:53 08-08-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
299

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თენგიზ კოპალიანი კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელის გიორგი გალდავას განხრაზ მკვევლობისთვის ბრალდებული ექიმის თეიმურაზ ბეჟანიძის აღკვეთის ღონისძიების სახის შეფარდებაზე მსჯელობს.

ბრალდებული ექიმის ადვოკატმა კახა შონიამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და აღკვეთის ღონისძიების სახედ 30 000 -ლარიანი გირაოს შეფარდება ითხოვა. დააკმაყოფელებს თუ არა მოსამართლე შუამდგომლობა რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

თავად ბრალდებულმა კი სასამართლოშ განაცხადა, რომ კოლეგის მოკლვლის მცდელობა არ ჰქონია. მხოლოდ შეშინების მიზნით გაისროლა

“მე განზრახ მოკვლის მცდელობა არ მქონია. ეს გამორიცხულია. მე მინდოდა შეშინება, კუთხეში გავისროლე, ამ დროს ადგა თუ რა იყო არ ვიცი და მხარში… მე რომ მაგის მოკვლა მდომებოდა პირისპირ ვიყავი ნახევარ მეტრში, მე გული სად არის და თავი სად არის ექიმმა კაცმა ვიცი, მე ყოფილი ოფიცერი ვარ.

ეს მოხდა შემთხვევით, შეშინების მიზნით, რომ მან სამსახურიდან უსაფუძვლოდ გამანთავისუფლა. უმიზეზოდ…

ჩემი ნაყიდი კონდენციონერის პულტი არ მივეცი და ამაზე განაწყენებულმა გამათავისუფლა. 4-ჯერ გადამიყვანა სხვადასხვა კაბინეტში… ” – განაცხადა ბრალდებულმა თეიმურაზ ბეჟანიძემ.

 

შეგახსენებთ, “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკების გამო, ბრალდებულმა სამედიცინო დაწესებულებაში, ერთ-ერთ სამუშაო კაბინეტში სცადა კოლეგის მოკვლა მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღიდან გასროლით, რაც ვერ განახორციელა საავადმყოფოს თანამშრომელთა ხელშეშლის გამო. დაზარალებულს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 5 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.” – ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved