სამწუხაროდ, არაფერი შეიცვლება, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებს.
„ვერ ვხედავ რამე ისეთს, რომ რაღაც დიდი ეკონომიკური რეფორმებით მოდის ბატონი დავითაშვილი ეკონომიკის სამინისტროში ან სოფლის მეურნეობის სამინისტროში ახალი მინისტრი დიდ გარღვევებს მოახდენს და ჩვენი 700 000 ჰექტარი მოუხნავი მიწა ფართობები მოიხვნება და იქ დიდი წარმოებები განვითარდება და ა.შ. სამწუხაროდ, არაფერი შეიცვლება, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება“, – განაცხადა ვაშაძემ.
მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდა. ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავა ლევან დავითაშვილმა შეცვალა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დავითაშვილის შემცვლელი კი ოთარ შამუგია იქნება.
კომენტარები