კომპანია Microsoft-ის დამფუძნებლის ბილ გეიტსის თქმით, მსოფლიო, შესაძლოა, კორონავირუსზე უფრო მომაკვდინებელი ვირუსის წინაშე აღმოჩნდეს.
„მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ და „დელტა“ ვარიანტები იყო ყველაზე გადამდები ვირუსები, რაც კი ოდესმე არსებობდა, შესაძლოა, სამყარო ისეთი პათოგენის წინაშე აღმოჩნდეს, რომელიც სიკვდილიანობისა და მძიმე დაავადების უფრო მაღალ დონეს იწვევს“, – აღნიშნავს ბილ გეიტსი.
მისი თქმით, ინოვაციების დიდი ნაწილი მომავალი პანდემიისთვის მოსამზადებლად, ასევე, შეიძლება სასარგებლო იყოს არსებული გლობალური ჯანმრთელობის პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა აივის ვაქცინის შექმნა და ტუბერკულოზისა და მალარიის უკეთესი ვაქცინა.
კომენტარები