ანალიტიკოსი, გია აბაშიძე:
“გორის სამხედრო ჰოსპიტალი ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში, ამას დარგის სპეციალისტები აცხადებენ. ყოფილმა მთავარსარდალმა და მისმა მიმდევრებმა კიდევ რა უნდა მოითხოვონ? ჟენევის ტბაზე ხომ არ უნდათ სადმე სპა ცენტრში?
ნაცსექტის უწინდელი ბრიყვული განცხადებები, რომ გორის ჰოსპიტლიდან სააკაშვილის ოსური სპეცრაზმი გაიტაცებს, არის ჩვენი სამართალდამცველების და ასევე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შეურაცხყოფა. ისინი საოკუპაციო ხაზთან დგანან.
თუ სააკაშვილი გორში გადავა, მისი სექტა მაინც შეეცდება მინი-დრამების დადგმას ყურადღების მისაქცევად. შესაძლოა, გაავრცელონ დეზინფორმაცია, რომ ექს-პრეზიდენტის მოწამვლა უნდათ, ვიღაც ფიზიკურად გაუსწორდა და ა.შ. სხვაგვარად, ყურადღების გარეშე პატიმარი ექს-პრეზიდენტი ვერ გაძლებს.
სამარცხვინო სახალხო დამცველი ლომჯარიას “საგმირო” საქმეები ვრცლად უნდა მიეწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას. ასეთი მიკერძოებული ომბუდსვუმენის შესახებ დეტალურად უნდა იცოდნენ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა.”
კომენტარები