• რეკლამა
  • კონტაქტი
13:57, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შესაძლებელია, ვიღაცამ შეგნებულად დაურეკა გავრილოვს, მაგრამ ამ ცნობილი ფორმულით, გავრილოვი და “ოცნება” მეგობრები გამოდიან – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:53 02-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი “პალიტრანიუსის” ეთერში, ამბობს”

“როგორც მოსალოდნელი იყო პარლამენტმა მოუხსნა ნიკა მელიას უფლებამოსილება, ეს შეიფუთა კანონის უზენაესობის პრინციპით, აპელირებენ იმ კანონზე, რომელიც თვითონვე დაარღვიეს, როდესაც იგივე ნიკა მელიას განცხადება, იგივე სადეპუტატო უფლბამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით არ დააკმაყოფილეს. მაშინ ამბობდნენ რომ კანონი არ ზღუდავდათ მიეღოთ ეს უცნაური გადაწყვეტილება, რომ ადამიანი ამუშაონ იქ, სადაც არ უნდა მუშაობა და მინდა მათ ვუთხრა, ახლაც შეიძლებოდა მიეღოთ საკუთარი მრწამსის შესაბამისად გადაწყვეტილება და ესეც კანონის დარღვევა არ იქნებოდა.

ეს არის კლასიკური შემთხვევა, როდესაც პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღეს და არა სახელმწიფოებრივი. დეპუტატები იქ იმისთვის კი არ სხედან, რომ საკუთარი პარტიისკენ ქაჩონ მუდმივად საბანი, არამედ იმისთვის რომ სახელმწიფოებრივად იაზროვნონ, მაგრამ ეს არის ვიწრო, პოლიტიკური კომპლექსებით განპირობებული გადაწყვეტილება.

კომპლექსზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ მთავარი მოტივი ამ გადაწყვეტილების არის შიში იმისა, რომ მათი შინაგანი სისუსტის დემონსტრირება არ მოხდეს – ყველაზე მეტად ამისი ეშინიათ, მაგარ ბიჭობანას თამაშობენ და ეპრანჭებიან მამას, რომელმაც მათ გადააბარა თავისი ქონება სამართავად, კი იცის, რომ ბევრი არაფრის მაქნისები არ არიან, მაგრამ შეხედავს რას იზამენ და ესენიც ყოველდღიურად უმტკიცებენ, რომ მამიკოზე ნაკლები არაფრით არიან.

ამ მარაზმში ვართ, ტატამზე მორიგი ჭიდაობისთვის ემზადებიან მხარეები და ქართული საზოგადოება, რომელსაც ორი მთავარი პრობლემა აწუხებს – ეს არის სიკვდილის შიში და შიმშილის შიში, პირდაღებული უყურებს ამას, ნაცვლად იმისა რომ ყველამ ერთად გადავწყვიტოთ პრობლემები.

კომიკურად გამოიყურებოდა ქართული ოცნების მესიჯბოქსი, როდესაც დაბეჯითებით ცდილობდნენ გავრილოვი “ჩაედოთ” ოპოზიციისთვის, ამტკიცებდნენ, რომ გავრილოვი და ოპოზიცია ერთად მუშაობდნენ, ლამის ოპოზიციამ დაუწერა გავრილოვს ტექსტი. სინამდვილეში, შესაძლებელია და მე ამას ვუშვებ, რომ ვიღაცამ შეგნებულად დაურეკა გავრილოვს, იმისათვის, რომ მას გამოეთქვა თავისი პოზიცია, რომელიც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ემთხვევა “ქართული ოცნების” პოზიციას ნიკა მელიასთან, ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში, მაგრამ ის რომ გავრილოვმა სხვისი აზრი თქვა და არა თავისი, ეს სრული სისულელეა. მან თქვა ის, რისი რწმენაც აქვს. მას მართლა სჯერა, რომ მის გამო ისჯება დღეს მელია.

თუ ჩვენ პრინციპზე ვილაპარაკებთ და ორივესთავის, გავრილოვისთვის და ქართული ოცნებისთვის მტერი არის მელია, რა გამოდის მაშინ? ჩემი მტრის მეტერი, ჩემი მეგობარია, ხო? ამ პრინციპით ხელმძღვანელობენ? შეიძლება ისინი არ აღიარებენ, მაგრამ ამ ცნობილი ფორმულით, თუ ერთნაირად აზროვნებენ და ერთ ადამიანს თვლიან საკუთარ მტრად, მაშინ ისინი მეგობრები გამოდიან – დაფიქრდით ამაზე და იქნებ, რაღაცნაირად ცხვირის წინ გაიხედოთ და დაინახოთ ქართული სახელმწიფო, ნაცვლად იმისა, რომ ამ საგიჟეთში აცხოვროთ ქართული საზოგადოება.”

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved