• რეკლამა
  • კონტაქტი
17:23, ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შენზე დარდმა მომკლა” – შეტყობინება მივიღე…” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
01:33 01-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,295

,,კავკასიური სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე:

“შენზე დარდმა მომკლა” – შეტყობინება მივიღე ადამიანისგან, რომელსაც ბევრი სიკეთე გაუკეთებია ჩემთვის, უამრავ ახალ აღმოჩენაში დამხმარებია, ბევრ გზაჯვარედინზე გზის გაკვალვის დროს გაუმართავს ხელი. ეს ამბები ბავშვობაში ხდებოდა, თან ისეთ დროს, როდესაც სახლში არ ვიყავი.

პარალელურად, უამრავმა უძვირფასესმა ადამიანმა მომწერა. რატომღაც ყველანი ცდილობენ, რომ თავი რაღაცად მაგრძნობინონ. ამომრჩევლები უმშვენიერესი პოსტერით შეეგებნენ ჩემს გამოძახებას…

არაჩვეულებრივ ხალხს ჩემი დღევანდელი სასამართლო პროცესის ბედი აღელვებს.

შემრცხვა! სამართლებრივი თვალსაზრისით, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, არაფერი განსაკუთრებული არ მემუქრება. 14 დღით ჩემი დაპატიმრებაც რომ გაბედონ (რაც თითქმის წარმოუდგენელია), მაგასაც გადავიტან როგორმე, ისეთ რაღაცებს ვიტან წლებია… დამაჯარიმებენ?! მამაჩემის საყვარელი გამონათქვამია: “Не имей сто рублей, а имей сто друзей”… ამ პრინციპით მიცხოვრია და ისე არ დავრჩები.

შემრცხვა! მზია ამაღლობელი მეჩვიდმეტე დღეა შიმშილობს, საბა მეფარიშვილი თუნუქის ღობის დაზიანების გამო ციხეში იტანჯება, მისი მშობლები და მამიდა ვანში, დიხაშხოში კვდებიან ტკივილითა და სიღარიბით… ამ ამბებთან შედარებით ჩემი გამოძახების შემთხვევა მხოლოდ მტვრის ნაწილაკია, მეტი არაფერი!

თუმცა, გარკვეულწილად მესმის ზოგიერთი თქვენგანის დარდისა და აღშფოთების. ჩემს გამოძახებაზე ფიქრის დროს რამდენიმე აზრი ამომიტივტივდა თავში.

შეიძლება სამართლებრივი თვალსაზრისით უბრალო მოვლენასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ამ და ამგავარ გამოძახებებს საშიში პოლიტიკური შინაარსი ახლავს თან:

1. არაფერი დამიშავებია, არაფერი განსაკუთრებული და მოქმედი კანონების საწინააღმდეგოც კი არ ჩამიდენია. რამდენიმე წუთით ასობით ადამიანთან ერთად გადავედი ქუჩაზე და პოლიციის მოწოდებიდან რამდენიმე წუთში მონაწილეობა მივიღე საავტომობილო მოძრაობის გახსნაში.

პატიოსანი და წესიერი საქციელის გამო მაწანწალებენ სასამართლოში, კაპიკ-კაპიკ უნდა მაგროვებინონ ფული, კანონდამრღვევის იარლიყი უნდა მომაკერონ.

წარმოიდგინეთ, რას უზამენ ადამიანს, ვისაც მართლა, ოდნავ მაინც დაუცდება ფეხი. გადაჯეგავენ და მიწასთან გაასწორებენ…

2. “ქართული ოცნება” გვეუბნება: მონაწილეობა დასჯადია! უწყინარ აქციაზე დასწრებაც კი ძვირი დაგიჯდება! ივანიშვილის წინააღმდეგ მშვიდობიან პროტესტს საშინელ, გულის გამაწვრილებელ თავსატეხად გიქცევ! ბეღურებზე ზარბაზნით ვინადირებ, ქუჩაზე 10 წუთით კანონიერი გადასვლის გამო ას სასამართლოს მოვაწყობ.

3. ხომ გახსოვთ, ნეკს თუ დაუთმობ, მთელ სხეულს წაიღებს! დღეს გამოხატვის ელემენტარულ თავისუფლებას ესხმის თავს, ხვალ სამსახურში შემოგივარდება, ზეგ გაიძულებს ქვეყნიდან გაიქცე ან მონა გახდე!“

 

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები

13:48 10-15-2025
თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved