• რეკლამა
  • კონტაქტი
06:21, ხუთშაბათი, 26 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შენსკენაც გაიშვერენ ხელს, რადგან მღვდლის ოჯახში დაიბადე – ამან არ შეგაშინოს…” – წერილი ქალიშვილს

ალია ავტორი - ალია
02:21 07-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
203

მამა თეიმურაზ ქორიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“წერილი ახალშობილ ქალიშვილს

გიყურებ ერთ ციცქნა გოგონას და გული განუზომელი სიყვარულით და მადლიერებით მევსება. გაღიმებული დაიბადე. წრფელი და უანგარო ღიმილი გინათებდა პატარა სახეს და გთხოვ, მუდამ ასეთად დარჩი.

როდესაც კეკლუცობას და გაპრანჭვას დაიწყებ გახსოვდეს, რომ სამყაროში ყველაზე ძვირფასი სამკაული – ღირსებაა და ნეტა იცოდე, როგორ შვენის და უხდება ეს სამკაული ადამიანს.

შენ მოხვედი სამყაროში, სადაც უმეტესად ხელს არ აწვდიან დაცემულს – არამედ ხელს იშვერენ მისკენ. გთხოვ, არასოდეს შეხვდე გულგრილად სხვის დაცემას, გაუშვირე დაცემულს ხელი და გულში ჩაიკარი. არ უთხრა საყვედური – გაიქცევა. უბრალოდ ჩაეხუტე და გაათბე, დანარჩენს თვითონ მიხვდება.

გთხოვ, იყავი გულწრფელი. გულწრფელი ყველაფერში. ეს ფარია, რომელიც ფარისევლობისგან დაგიცავს.

შეიყვარე – ოღონდ გემუდარები უმიზეზოდ!

მინდა ღმერთზე გესაუბრო, მოსიყვარულე და მზრუნველ ღმერთზე, მაგრამ თუ გულწრფელი იქნები, მაშინ შენ გულში თავად იხილავ მას და მერე ვისაუბროთ…

მაპატიე. აკი, გითხარი ამ სამყაროში ხელს ხშირად იშვერენ-თქო. ხოდა, შენსკენაც გაიშვერენ ხელს, რადგან მღვდლის ოჯახში დაიბადე და ამის გამო ხშირად გამადიდებელი შუშით დაგიწყებენ ყურებას. ამან არ დაგაბნიოს და შეგაშინოს. იყავი ის, ვინც ხარ. შენ, შენი ცხოვრება გაქვს, შენი თავისუფალი ნება, რომელიც იმ მოსიყვარულე ღმერთმა გარგუნა ახლა შენს პატარა გულში რომ ფეთქავს.

ჩვენ ბედნიერებისთვის შევიქმენით. ასე, რომ იბრძოლე ბედნიერებისთვის. მე ვერაფერს შეგპირდები, შეიძლება არაფერი დაგრჩეს ჩემგან. მაგრამ ერთს კი, გპირდები – მთელი ცხოვრების მანძილზე ვეცდები, რომ ღირსება დაგიტოვო, როგორც უძვირფასესი ძღვენი და უმთავრესი ქონება შენი მამიკოსაგან. მადლობა! მიყვარხარ – უმიზეზოდ! აბა, შენ იცი …”

თეგები: მამა თეიმურაზ ქორიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

როგორ მოვაგვაროთ გაჭედილი კანალიზაციის პრობლემა და მოვახდინოთ მისი პრევენცია

15:58 06-25-2025
Tegeta Business- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მხარდამჭერია
ახალი ამბები

Tegeta Business- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მხარდამჭერია

15:30 06-25-2025
თანამედროვე ტრენდების კვალდაკვალ – თიბისის მობაილბანკში კვლავ სიახლეებია
ახალი ამბები

თანამედროვე ტრენდების კვალდაკვალ – თიბისის მობაილბანკში კვლავ სიახლეებია

14:55 06-25-2025
გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით
ახალი ამბები

გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

13:38 06-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved