“სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თევდორე მღვდლის #10-ში, სადაც 2 დღის წინ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია.
კორპუსიდან 102 ადამიანი გაიყვანეს, რომლებიც დიდუბის რაიონის გამგეობამ დროებით 11 სხვადასხვა სასტუმროში განათავსა. მოსახლეობას კონკრეტული განრიგის მიხედვით შესაძლებლობა ექნება ავარიული შენობიდან საკუთარი ნივთები მეხანძრე-მაშველების მეთვალყურეობით გამოიტანონ.
შემთხვევის ადგილზე “თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დასუფთავების სამუშაოები ჩატარდა.
კომენტარები